კრინიცა-ზდრუი
კრინიცა-ზდრუი (პოლ. Krynica-Zdrój) — ქალაქი და ბალნეოლოგიური კურორტი პოლონეთში, მალოპოლსკის სავოევოდოში. აქვს სასოფლო-საქალაქო სტატუსი — გმინა. 2006 წლის აღწერით ქალაქში ცხოვრობდა 11,243 ადამიანი. მდებარეობს მდინარე კრინიჩანკის ხეობაში, ზღვის დონიდან 590 მ სიმაღლეზე. დამახასიათებელია ზომიერად ნოტიო კლიმატი. იცის რბილი, მზიანი ზამთარი, იანვრის საშუალო ტემპერატურაა — 5°С; ზაფხული ზომიერად თბილია, ივნისის საშუალო ტემპერატურა 17°С აღწევს. ნალექები 800 მმ წელიწადში. სამკურნალო საშუალება: ცივი ნახშირორჟანგიანი სუსტად მინერალიზებული ჰიდროკარბონატული, კალციუმიანი წყაროები და მაღალმინერალიზებული ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი წყლები. წყაროების წყალს იყენებენ სასმელად, აბაზანებისათვის, ინჰალაციისათვის, ბოთლებში ჩამოსასხმელად და სხვა. ტორფის ტალახით მკურნალობა. კრინიცა-ზდრუი ტურიზმისა და სამთო-სათხილამურო სპორტის ცენტრია.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ქალაქი Krynica-Zdrój | |||||
კრინიცა-ზდრუი | |||||
| |||||
ქვეყანა | პოლონეთი | ||||
სავოევოდო | მალოპოლსკი | ||||
კოორდინატები | 49°26′00″ ჩ. გ. 20°58′00″ ა. გ. / 49.43333° ჩ. გ. 20.96667° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1547 | ||||
ფართობი | 40.17 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 590 მ | ||||
მოსახლეობა | 11,243 კაცი (2006) | ||||
სიმჭიდროვე | 280 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
საფოსტო ინდექსი | 33-380 | ||||
ოფიციალური საიტი | krynica-zdroj.pl | ||||
2001 წლის 31 დეკემბრამდე ეწოდებოდა კრინიცა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კრინიცა-ზდრუი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- კრინიცა-ზდრუი — ინფორმაცია დაარქივებული 2013-11-05 საიტზე Wayback Machine. (პოლონური)