კრეოდონტები
კრეოდონტები (ლათ. Creodonta) — ამომწყდარი მტაცებელი ძუძუმწოვრების ქვერიგი. ცნობილი არიან პალეოცენიდან ადრეულ პლიოცენურ ეპოქამდე. ჰქონდათ გრძელი და დაბალი ქალა, პატარა ტვინის ქალა, ბლაგვი ჩლიქისმაგვარი ბრჭყალები და სხვა. კრეოდონტებს შორის იყვნენ მტაცებლები, ლეშისმჭამლები. კრეოდონტებიშეიცავდა 5 ოჯახის მრავალ გვარს. გავრცელებული იყვნენ აზიაში, ევროპაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. წარმოიშვნენ მწერიჭამიებისაგან. კრეოდონტებს ეკუთვნოდნენ ხმელეთის მტაცებლებისა და ფარფლფეხიანთა წინაპრები.
კრეოდონტები | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Hyaenodon | |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Creodonta | |||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 26.