კრასნოდარის პარკი
კრასნოდარის პარკი — არის ქალაქის პარკი, რომელიც მდებარეობს კრასნოდარის ცენტრის ჩრდილო–აღმოსავლეთით, შკოლნის მიკრორაიონში, ვოსტოჩნო – კრუგლიკოვსკაიასა და გმირ ვლადისლავ პოსაკსკის ქუჩებს შორის, კრასნოდარის სტადიონის გვერდით. მას ასევე უწოდებენ გალიცკის პარკს, რადგანაც სწორედ ის არის პარკის შექმნის იდეის ავტორი, მანვე დააფინანსა აღნიშნული პარკის შექმნაც.
პარკი აშენდა ბიზნესმენ სერგეი გალიცკის სახსრებით და გაიხსნა 2017 წლის 28 სექტემბერს [1]. პარკის ფართობი 22,7 ჰექტარია. პარკში 2,5 ათასზე მეტი ხე დარგეს: მუხა, რცხილა, მურყანი, ბონსაი, ვერხვი, ფიჭვი, ტიტების ხე, ნეკერჩხალი, თუთა, დეკორატიული ქლიავი [2].
ისტორია
რედაქტირებაპარკის მშენებლობა 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყო. პროექტი შეიმუშავა გერმანიის არქიტექტურულმა ბიურომ „GMP International“-მა [3], რომელიც გეგმავდა სპორტულ ღონისძიებებს კრასნოდარში, სოჭში, ბერლინში, კიევში, ასევე ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში.
შპს „ინვესსტრო“ გახდა მმართველი კომპანია, ხოლო გამწვანება დაევალა „ვიტა“-ს. დაახლოებით 10 თვის განმავლობაში, მიმდინარეობდა პარკის სამუშაოები, სწორედ ამ პერიოდში შესაძლებელი გახდა ულამაზესი დასვენების ობიექტის შექმნა მრავალი საფეხმავლო ბილიკით, წყალსაცავებით, აქტიური დასვენების და სხვადასახვა საინტერესო ადგილებით.
გალიცკის პარკის გახსნა 2017 წლის 28 სექტემბერს მოხდა, ამ დღის შემდეგ მას ათასობით ქალაქის მაცხოვრებელი და ტურისტი სტუმრობს. ეს პარკი კრასნოდარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარეკრეაციო და ტურისტული ზონაა.
უხეში გათვლებით, პარკის მშენებლობა სერგეი გალიცკის 4 მილიარდი რუბლი დაუჯდა, რაც დაახლოებით 61,8 მილიონ დოლარს შეადგენს.
ობიექტები
რედაქტირებააღნიშნულ პარკში არაერთი ობიექტი მდებარეობს, მათ შორის:
- სკეიტბორდისტთა პარკი, რომლის ფართობი დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრია.
- ქანდაკება ხარი
- ხელოვნების ობიექტი გეოლოკაცია;
- წყლის ლაბირინთი;
- მუსიკალური ლაბირინთი;
- ამფითეატრი;
- მთასვლელთა კედელი;
- თოკის პარკი;
- ქუჩის კალათბურთის მოედანი;
- კრასნოდარის სტადიონი.
პარკში მდებარეობს კაფე „კრასნოდარი“ გათვლილი 150 ადამიანზე და ასევე ბურგერ-ბარი.
ჯილდოები
რედაქტირებატრანსპორტი
რედაქტირებააღნიშნულ პარკთან საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეიძლება მოხვედრა, ვოსტოჩნო-კრუგლიკოვსკაიას ქუჩის გასწვრივ, პანორამის საცხოვრებელი კომპლექსის გასწვრივ. პარკის გვერდით მდებარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორი გაჩერება - „კრასნოდარის სტადიონი“ და „ვოსტოჩნო-კრუგლიკოვსკის ბაზარი“.
აქ მოდის 46, 47 და 58 ნომერი ავტობუსები. ასევე 45, 48, 51, 78 და 101ა ნომერი მიკროავტობუსები. პარკთან ახლოს არის ტრამვაის ნომერ 2-ის გაჩერება. ტროშევას ქუჩიდან კერძო ტრანსპორტისათვის განკუთვნილია დიდი ავტოსადგომი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Официальный сайт парка «Краснодар» დაარქივებული 2020-08-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Грандиозный парк Сергея Галицкого открылся в Краснодаре - KrasnodarMedia. ციტირების თარიღი: 2020-06-25.
- ↑ Parklife. Парк Сергея Галицкого в Краснодаре. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-28. ციტირების თარიღი: 2020-06-25.
- ↑ Stadion und Park FK Krasnodar - Projekte - gmp Architekten. ციტირების თარიღი: 2020-06-25.
- ↑ Парк «Краснодар» получил международную премию Urban Parks Awards. ციტირების თარიღი: 2020-06-25.
- ↑ Страна оценила парк Галицкого | Новости Краснодара и Юга.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-27. ციტირების თარიღი: 2020-06-25.