კრასნოდარის აკადემიური დრამატული თეატრი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მაქსიმ გორკის სახელობის კრასნოდარის აკადემიური დრამატული თეატრი (რუს. Краснодарский академический театр драмы) — დრამატული თეატრი კრასნოდარში.

კრასნოდარის აკადემიური დრამატული თეატრი

კრასნოდარის დრამატული თეატრი და მისი მიმდებარე მოედანი
ზოგადი ინფორმაცია
ქვეყანა რუსეთი
მდებარეობა კრასნოდარი, რუსეთი
მისამართი г. Краснодар, ул.Красноармейская , д.110
კოორდინატები 45°02′06″ ჩ. გ. 38°58′38″ ა. გ. / 45.035000° ჩ. გ. 38.977389° ა. გ. / 45.035000; 38.977389
დაიწყო 29 აპრილი, 1920

თეატრის ისტორია

რედაქტირება

თეატრი დაარსდა 1920 წლის 29 აპრილს. მაშინ მას ზამთრის თეატრი ეწოდა. ზამთრის თეატრის ჩამოყალიბებამ საფუძველი ჩაუყარა ეკატერინოდარ-კრასნოდარის მთელ თეატრალურ ცხოვრებას. მის შექმნაში მონაწილეობდნენ გამოჩენილი კულტურის მოღვაწეები ს.მარშაკი, დ.ფურმანოვი და ცნობილი ინოვაციური რეჟისორი ვ.მეიერჰოლდი, რომელიც იმ დროს ყუბანის ხელოვნების განყოფილების ხელმძღვანელად მუშაობდა. ახლად შექმნილმა შემოქმედებითმა ჯგუფმა გახსნა თავისი პირველი თეატრალური სეზონი მაქსიმ გორკის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით. 1932 წელს თეატრს ეწოდა დიდი რუსი მწერლის მაქსიმ გორკის სახელი, რომელსაც დღემდე ატარებს. სწორედ ამ თეატრში იწვევდა ეკატერინოდარის მაყურებელთა აღფრთოვანებას შალიაპინის, ლ. სობინოვის, ე. გელცერისა და ა. დუნკანის შემოქმედება.

დიდი სამამულო ომის დროს, როდესაც კრასნოდარი გერმანულმა ჯარებმა დაიკავეს, თეატრის დასი სოჭში გადაიყვანეს. რეევაკუაციის ბრძანება გამოიცა 1943 წლის 26 მაისს.[1] გათავისუფლებულ კრასნოდარში ევაკუაციიდან დაბრუნებულ მსახიობებს თავიანთი თეატრის ადგილზე ნანგრევები დახვდათ. 1943 წელს ზამთრის თეატრის შენობა ააფეთქეს გერმანულმა ჯარებმა, რომლებსაც ერთწლიანი ოკუპაციის შემდეგ ქალაქის დატოვება მოუწიათ.

თეატრის ახალი შემოქმედებითი აღმასვლა დაკავშირებულია 50-იანი წლების ბოლოს გამოჩენილი მსახიობისა და რეჟისორის, რსფსრ (შემდგომში სსრკ) სახალხო არტისტის, მიხეილ კულიკოვსკის ჩამოსვლასთან. მისი ხელმძღვანელობის პერიოდი გახდა ყუბანის თეატრალური ხელოვნების ისტორიაში მნიშვნელოვანი შემოქმედებითი ეპოქის დასაწყისი — კლასიკის საუკეთესო რეპერტუარი და გასტროლები დედაქალაქში.

1973 წელს, ოქტომბრის რევოლუციის მოედანზე მდებარე ახალ შენობაში თეატრმა ახალმოსახლეობა აღნიშნა. 1973 წლის 30 მარტს დასმა ბოლო სპექტაკლი ითამაშა ძველ სცენაზე, 4 აპრილს კი თეატრის მსახიობები ახალ სცენაზე გამოვიდნენ. 1996 წელს თეატრს მიენიჭა საპატიო წოდება „აკადემიური“.

2020 წლის 29 აპრილს თეატრმა აღნიშნა 100 წლის იუბილე.

სხვადასხვა დროს თეატრის მთავარი რეჟისორები იყვნენ: ვიქტორ იპატოვი, სსრკ სახალხო არტისტი მიხეილ კულიკოვსკი (1959-1984 წწ.), რუსეთის კულტურის დამსახურებული მოღვაწე რუდოლფ კუშნარიოვი (სამხატვრო ხელმძღვანელი, 1988 წლიდან 2001 წლამდე), იური ილინი (2000 წლიდან), გენადი ნიკოლაევი, ალექსეი ლარიჩევი (2007-2010 წწ.), რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი ალექსანდრე ოგარიოვი (2010-2012 წწ.), კონსტანტინე დემიდოვი (2018-2020 წწ.).

არ შეიძლება არ აღინიშნოს თეატრალური მხატვრები, რომლებშიც კრასნოდარის დრამატულ თეატრს ყოველთვის უმართლებდა. სხვადასხვა ათწლეულების თეატრის ყველაზე გამორჩეული მთავარი მხატვრები იყვნენ: რსფსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანატოლი ფოკინი, ანისიმ არედაკოვი, სერგეი აბოლმაზოვი. მათი შემოქმედება (ფოტოსურათები, დეკორაციის მაკეტები, კოსტიუმების ესკიზები, ბუტაფორიები და რეკვიზიტები) სათუთად ინახება თეატრის არქივსა და ქალაქის მუზეუმებში.[2]

მწერლებისა და დრამატურგების საიუბილეო წლებში თეატრი აწყობს სარეჟისორო ლაბორატორიებს, რომელთაგან ზოგიერთი ნამუშევარი შემდეგ სრულფასოვანი სპექტაკლების სახით აგრძელებს არსებობას თეატრის სცენებზე („მეშჩანები“, 2018; „პიკის ქალი“, 2019).

2020 წლის აგვისტოს მონაცემებით, თეატრალურ დასში 49 მსახიობია. მათგან ერთი სახალხო (ანატოლი გორგული), 5 რუსეთის დამსახურებული და 2 რსფსრ დამსახურებული არტისტი, ერთი რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი (ო. სვეტლოვა) და 9 ყუბანის დამსახურებული არტისტი.

ამჟამად კრასნოდარის აკადემიური დრამატული თეატრი რჩება ყუბანის კულტურის მთავარ ცენტრად. სპექტაკლებს ყოველ სეზონზე ესწრება 100 ათასზე მეტი მაყურებელი. თეატრის რეპერტუარში 30-ზე მეტი სპექტაკლია ყველა ასაკის მაყურებლისათვის.

თეატრის სცენები

რედაქტირება

კრასნოდარის ტერიტორიის კულტურის სახელმწიფო ავტონომიური დაწესებულებას — „მაქსიმ გორკის სახელობის კრასნოდარის აკადემიურ დრამატულ თეატრს" აქვს შემდეგი სცენები:

  • მთავარი სცენა (1000 ადგილი)
  • კამერული სცენა (152 ადგილი)
  • პირველი სართულის ფოიე
  • მეორე სართულის ფოიე
  • თეატრალური კაფე

თეატრის ძირითადი სპექტაკლები

რედაქტირება
  • 1920 — მ. გორკის „მეშჩანები“ (თეატრის გახსნა)
  • 1982 — მ. ლერმონტოვის „მასკარადი“ (რეჟ. მ. კულიკოვსკი)
  • 1993 — მ. ბულგაკოვის „ვოლანდის სახარება" დაფუძნებული რომანზე „ოსტატი და მარგარიტა“ (რეჟისორები: ვ. როგულჩენკო და რ. კუშნარიოვი)
  • 1995 — ნ. გოგოლის „ქორწინება“ (რეჟ. კონსტანტინე ბარანოვი)
  • 2007 — ჟ. ანუის „Non dolet“ პიესის „შავი პატარძალის“ მიხედვით (რეჟ. ა. ლარიჩევი)
  • 2009 — ნ. გოგოლის „რევიზორი“ (რეჟ. ა. გორბანი)
  • 2017 — ნ. პოგოდინის „ყუბანის კაზაკები" (რეჟ. კირილ სტრეჟნევი)
  • 2019 — მ. ლერმონტოვის „მასკარადი", მე-100 სეზონის გახსნის სპექტაკლი (რეჟ. კ. დემიდოვი)

ჯილდოები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება