კოჭიოს ტაძარიX საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭიოში.

კოჭიოს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბაზილიკური ეკლესია
თარიღდება X საუკუნე
დეტალები

ტაძარი დარბაზული ტიპისაა. კედლები და კამარა ამოყვანილია ადგილობრივი მოწითალო ფერის კარგად დამუშავებული ქვით. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადის სარკმლები, აგრეთვე ინტერიერში ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების სვეტების თავები, რომლებზედაც შუა საბჯენი თაღია ამოყვანილი, მოჩუქურთმებულია. საშენი მასალით, შესრულების მაღალი ტექნიკითა და ორიგინალური არქიტექტურულ-დეკორატიული ფორმებით ეკლესია ჯავახეთის ხუროთმოძღვრების X საუკუნის ძეგლებს უკავშირდება. აღმოსავლეთ და დასავლეთ სარკმლების თავზე ჯვარია ამოკვეთილი. ფასადებზე გვხვდება ბარელიეფებიც. სამხრეთიდან და დასავლეთის მხრიდან ეკლესიის შესასვლელი ყოფილა. დასავლეთის კარი ახლა ამოქოლილია. სახურავი მთლიანად მოცლილი აქვს, ხოლო სამხრეთის კედლის ზედა ნაწილი მონგრეულია. ეკლესიის ეზო სავსეა ძველი საფლავის ქვებით. ერთ-ერთ მათგანზე ამოკვეთილია წარწერები.[1]

ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].

ლიტერატურა რედაქტირება

  • არქიტექტურის რესტავრაცია საქართველოში, კოჭიოს (ძველი კაჭიო) ეკლესია, ისტორიოგრაფია, ტრადიცია, გამოცდილების ანალიზი, გვ. 118, თბ., 2012;
  • შუბითიძე ვ., კოჭიოს (კაჭიო) ეკლესია, ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები, გვ. 141, თბ., 2012.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება