კონსტანტინე კემულარია
კონსტანტინე (კოტე) კემულარია (დ. 20 მარტი, 1954, ხობი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 2004-2005 წლებში.
კონსტანტინე (კოტე) კემულარია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 მარტი, 1954 |
დაბადების ადგილი | ხობი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკონსტანტინე კემულარია დაიბადა 1954 წლის 20 მარტს, ქალაქ ხობში. 1975 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 1979—1980 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1980 წელს ჩაირიცხა საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში (ქ. მოსკოვი); 1980—1983 წლებში ამავე ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელია; 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სისხლის სამართლის პროცესში; 1983—1987 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომელად; 1975 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა ქ. სოხუმის პროკურატურაში გამომძიებლად; 1976—1979 წლებში ქ. ქუთაისის პროკურატურის უფროსი გამომძიებელია; 1987—1992 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის სამმართველოს პროკურორი, ქ. ჭიათურის პროკურორი, საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების გამგის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, არჩეული იყო პროკურატურის კოლეგიის წევრად. ამავე პერიოდში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი.
კონსტანტინე კემულარია 1992—1993 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი; 1994—1995 წლებში ქ. მოსკოვის იურიდიული სამსახურის „ინიურკონსალტინგის“ ხელმძღვანელი; 1995წელს თბილისში ჩამოაყალიბა საერთაშორისო იურიდიული კომპანია „ინიურსერვისი“; 1998 წელს არჩეულ იქნა ქ. თბილისის საკრებულოს წევრად, ხელმძღვანელობდა იურიდიულ კომისიას; 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხობის მაჟორიტარი) ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე; 2004 წლის თებერვლიდან ივნისამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში; 2004 წლის ივნისიდან 2005 წლის თებერვლამდე იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.