კოტაძეურის კომპლექსი
არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩინთის ჩრდილოეთით, 6 კილომეტრზე, მდინარე არ
კოტაძეურის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩინთის ჩრდილოეთით, 6 კილომეტრზე, მდინარე არაგვისა და ივრის ხეობების დამაკავშირებელ ძველ გზაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კომპლექსში შედის კოშკი, ნანგრევებად ქცეული რამდენიმე ნაგებობა და გალავანი. შენობები ნაგებია ნატეხი ქვით. კოშკი სწორკუთხაა (4,2 x 3,5 მეტრი), შემორჩენილია მისი სამი სართული. პირველი სართული ნანგრევებითაა ამოვსებული. მეორე სართულზე, დასავლეთით, მოზრდილი სარკმლის ნაშთია. შემორჩენილია სართულშუა გადახურვის ხის ძელების ღრმულები. გალავანი არაწესიერი მოხაზულობისაა (30 x 20 მეტრი), შემორჩენილია ფრაგმენტულად.
ლიტერატურა
რედაქტირება- რჩეულიშვილი გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 440.