კოსტა-რიკის დროშაკოსტა-რიკის ეროვნული სიმბოლო. მიღებულია 1906 წლის 27 ნოემბერს.

კოსტა-რიკის დროშა
კოსტა-რიკა

სახელმწიფო და საზღვაო დროშა
მიღებულია 27 ნოემბერი, 1906
პროპორცია 3:5
დროშის ავტორი პასიფიკა ფერნანდესი
კომპიუტერული
დიზაინი
ხუთი ჰორიზონტალური ზოლი: ლურჯი, თეთრი, წითელი (ორმაგი სიგანის), თეთრი და ლურჯი. წითელ ზოლზე გამოსახულია კოსტა-რიკის გერბი.
წინა დროშები

სამოქალაქო და საზღვაო დროშა
პროპორცია 3:5
დროშის ავტორი პასიფიკა ფერნანდესი

კოსტა-რიკის დროშა წარმოადგენს ხუთ ორიზონტალურ ზოლს შემდეგი თანმიმდევრობით:ლურჯი, თეთრი, წითელი, თეთრი, ლურჯი. შუა წითელი ზოლი სიგანით ორჯერ დიდია, ვიდრე დანარჩენი ზოლები. თეთრი და ლურჯი ზოლები კოსტა-რიკის დამოუკიდებლობის სიმბოლოა, ხოლო წითელი – ცივილიზაციის. წითელ ზოლზე განთავსებულია კოსტა-რიკის გერბი, რომელიც ასახავს სამ ვულკანს ორ ოკეანეს შორის.

ლურჯი, თეთრი და წითელი ზოლების დიზაინი 1848 წელს, კოსტა-რიკის მაშინდელი პრეზიდენტის ხოსე მარია კასტრო მადრისის მეუღლემ – პასიფიკა ფერნანდესმა შექმნა. იგი შთაგონებული იყო 1848 წლის საფრანგეთის რევოლუციით და საფრანგეთის მეორე რესპუბლიკის შექმნით, ამიტომაც, მან კოსტა-რიკის დროშის ახალი დიზანი საფრანგეთის სამფერა დროშას (ლურჯი, თეთრი, წითელი) შეუსაბამა.

ლურჯი ფერი ასახავს ცას, შესაძლებლობებს და იდეალიზმს; თეთრი — მშვიდობას, სიბრძნეს და ბედნიერებას, ხოლო წითელი — ქვეყნის დაცვისთვის მოწამეთა დაღვრილ სისხლს. ზოლების თანაფარდობაა — 1: 1: 2: 1: 1.

კოსტა-რიკის დროშა ტაილანდის დროშის მსგავსია, რომელიც 11 წლის შემდეგ მიიღეს.[1] იგი ასევე ჰგავს ჩრდილოეთ კორეის დროშას.

ისტორიული დროშები

რედაქტირება