კოსმოსური გაფრენა

კოსმოსური გაფრენა — ბალისტიკური გაფრენა კოსმოსში. განასხვავებენ ორბიტალურ და სუბორბიტალურ კოსმოსურ გაფრენას. დედამიწასა და კოსმოსს შორის მკაფიო საზღვარი არ არსებობს. საერთაშორისო საავიაციო ფედერაციის თანახმად, საზღვარი იწყება დედამიწის ზედაპირიდან 100 კმ-ში. იმისათვის, რომ ასეთ სიმაღლეზე საფრენმა აპარატმა იფრინოს აეროდინამიკური ძალის მოქმედების წყალობით საჭიროა პირველი კოსმოსური სიჩქარის ქონა. კოსმოსური გაფრენის პირველი თეორიული ასპექტები გამოიკვლია ცნობილმა რუსმა მეცნიერმა კონსტანტინე ციოლკოვსკიმ. მან პირველმა გადაწყვიტა უჰაერო პლანეტებზე კოსმოსური საფრენი აპარატის დაჯდომის პრობლემა. პირველმა გადაწყვიტა აგრეთვე რაკეტის მოძრაობის ამოცანა მიზიდულობის არაერთგვაროვან ველში და განიხილა (მიახლოებით) ატმოსფეროს გავლენა რაკეტის მოძრაობაზე. ციოლკოვსკი პლანეტათაშორისი მოგზაურობის თეორიის ფუძემდებელია. რობერტ გოდარდმა 1910 წელს შეიმუშავა პატარა სარაკეტო ძრავა და იყო სარაკეტო ტექნიკის ერთ-ერთი პიონერი. მანვე 1926 წელს გაუშვა თხევადი სარაკეტო ძრავა. სარაკეტო ტექნიკით დაკავებული იყო აგრეთვე მეცნიერი მაქს ვალიე.

კოსმოსური გაფრენა
ისტორია
გამოყენება
კოსმოსური ხომალდი
გაშვება
დანიშნულების ადგილები
კოსმოსური სააგენტოები
კერძო კოსმოსური გაფრენა
კოსმოსური გაფრენა
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

1961 წლის 12 აპრილს იური გაგარინმა განხორციელდა ადამიანის პირველი კოსმოსური გაფრენა კოსმოსურ სივრცეში კოსმოსურ ხომალდ-თანამგზავრ „ვოსტოკით“ და 1 სთ და 48 წთ-ში დედამიწას შემოუარა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება


  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.