კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია

კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად (2019-2020) ინტერნეტში გავრცელდა სხვადასხვა შეთქმულების თეორიები და ცრუ ინფორმაციები მისი წარმოშობის, მოცულობის და სხვა ასპექტების შესახებ.[1][2] სხვადასხვა სოციალური მედიის სტატიები ამტკიცებენ, რომ ვირუსი წარმოადგენს ბიოიარაღს დაპატენტებული ვაქცინით, არის მოსახლეობის საკონტროლო სქემა, ან შედეგია ჯაშუშური ოპერაციების.[3][4][5] ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული დახურული დოკუმენტის თანახმად, რუსული მედია საშუალებებმა წამოიწყეს „მნიშვნელოვანი სადეზინფორმაციო კამპანია“ დასავლეთში კორონავირუსის შედეგების გასაუარესებლად. [6]

დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობები

რედაქტირება

Facebook, Twitter და Google-მა განაცხადეს, რომ ისინი ითანამშრომლებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO), რათა აღკვეთონ დეზინფორმაცია.[7] ოფიციალურ ბლოგპოსტში Facebook-მა განაცხადა, რომ ამოიღებს ისეთ კონტენტს, რომელიც წამყვანი გლობალური ჯანდაცვის ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოინიშნება, და ამავდროულად დაარღვევს შინაარსის პოლიტიკას დეზინფორმაციის შესახებ, რასაც "ფიზიკური ზიანი" მოჰყვება.[8]

2 თებერვალს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა „მასიური ინფოდემია“, ვირუსის შესახებ გავრცელებული ინფორმაციების სიჭარბეზე დაყრდნობით, რის გამოც ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა ურთულდება ადამიანებს და შეუძლებელი ხდება სანდო წყაროების და საიმედო სახელმძღვანელობის პოვნა, როცა ეს მათ სჭირდებათ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ძლიერი მოთხოვნა დროულ და სანდო ინფორმაციაზე სტიმული გახდა ჩაერთოთ WHO 24/7 მითების-დამამსხვრეველი ცხელი ხაზი, სადაც მათი კომუნიკაციისა და სოციალური მედიის გუნდი მონიტორინგს გაუწევს და პასუხს გასცემს დეზინფორმაციას ვებსაიტებისა და სოციალური მედიის გვერდების საშუალებით.[9][10][11]

დეზინფორმაციები

რედაქტირება

ჩინური ბიოლოგიური იარაღი

რედაქტირება

2020 წლის იანვარს, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია კორონავირუსზე არსებულ დეზინფორმაციაზე, ის ციტირებდა 24 იანვრის ორ სტატიას ვაშინგტონ პოსტიდან, რომელიც აცხადებდა, რომ ვირუსი ნაწილი იყო ჩინელების მიერ ბიოლოგიური იარაღის შემუშავების პროგრამის, დაფუძნებული უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში.[1][12] ვაშინგტონ პოსტმა მოგვიანებით გამოაქვეყნა სტატია და გააბათილა კონსპირაციული თეორია, ამერიკელი ექსპერტების ციტირებით, რომლებიც ასაბუთებენ თუ რატომ არ იყო ინსტიტუტი შესაფერისი ბიოლოგიური იარაღის კვლევებისთვის, რომ ქვეყნების უმრავლესობამ მიატოვა ბიოიარაღის კვლევები, როგორც უშედეგო და რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ვირუსი გენეტიკურად მოდიციფირებულია.[13]

2020 წლის თებერვალში, ამერიკელმა სენატორმა ტომ კოტონმა და სამართლის პროფოესორმა, ფრენსის ბოულმა ივარაუდა, რომ ვირუსი შესაძლოა იყოს ჩინური ბიოიარაღი,[14][15] თუმცა უამრავი მედიცინის ექსპერტის მოსაზრებით ამისათვის არ არსებობს არანაირი მტკიცეულება.[16] რადიო წამყვანმა რაშ ლიმბაუმ განაცხადა, რომ ვირუსი სავარაუდოდ „a ChiCom ლაბორატორიული ექსპერიმენტია” და ის რომ ჩინელები ხელს უწყობდნენ ვირუსს და მედია ისტერიას მის გარშემო, რათა დაეწიათ დონალდ ტრამპის რეიტინგი.[17][18] 2020 წლის თებერვალში, The Financial Times-ი იტყობინებოდა ვირუსის ექსპერტის და წამყვანი კორნავირუსის გამომძიებელის, ტრევორ ბედფორდის მოსაზრებას, რომელმაც თქვა რომ „არ არსებობს არანაირი მტკიცებულება გენეტიკურად მოდიციფირებისა, რის გარკვევასაც ჩვენ შევძლებდით“ და რომ „მტკიცებულება რომელიც გაგვაჩნია არის ის, რომ მუტაცია (ვირუსში) არის სრულიად საკმარისი ნატურალური ევოლუციისთვის“.[19] ბედფორდმა შემდგომში ახსნა, „სავარაუდოდ, გენეტიკური ანალიზის საფუძველზე, ეს ვირუსი ღამურისგან სხვა ძუძუმწოვარზე, დაახლოებით 20-70 წლის წინ, უნდა გადასულიყო. ამ შუამავალმა ცხოველმა–ჯერ არ არის იდენტიფიცირებული–გადასცა ის პირველ მიმღებ ადამიანს ქალაქ უხანში, 2019 წლის ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში“.[19]

29 იანვარს, ფინანსური სიახლეების ვებსაიტმა და ბლოგმა, ZeroHedge-მა, მტკიცებულების გარეშე შემოგვთავაზა, რომ მეცნიერი, რომელმაც უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში შექმნა COVID-19 შტამი პასუხისმგებელია ვირუსის გავრცელებისთვის. Zerohedge-მა ჩამოწერა სრული საკონტაქტო ინფორმაცია იმ მეცნიერებისა, რომლებიც სავარაუდოდ პასუხისმგებელი არიან, მსგავსი პრაქტიკა ასევე ცნობილია როგორც „დოქსინგი“, მეცნიერის სახელის, ფოტოს და ტელეფონის ნომრების მითითებით, ისინი მკითხველებს არწმუნებენ, რომ „ეწვევიან [ჩინელ მეცნიერს]“ თუ მათ სურდათ იცოდნენ „რეალურად რამ გამოიწვია კორონავირუსის პანდემია“.[20] Twitter-მა მოგვიანებით სამუდამოდ გააუქმა ბლოგის ანგარიში, რისი მიზეზიც პლატფორმის მანიპულაციის პოლიტიკის დარღვევა აღმოჩნდა.[21] მას შემდეგ Zerohedge აცხადებდა, რომ სტატია არ ამტკიცებდა იმას, რომ ვირუსი ადამიანის მიერ იყო შექმნილი და მათ მხოლოდ გაასაჯაროვეს საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია მეცნიერების შესახებ.[22]

2020 წლის იანვარში, Buzzfeed News-მა ასევე გამოაქვეყნა ინტერნეტში გავრცეელბული მიმი/კონსპირაციული თეორია, რომელიც უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტსა და Umbrella Corporation-ს შორის კავშირს ეხება. Umbrella Corporation არის სააგენტო Resident Evil-ის ფრენჩაზში, რომელმაც შექმნა ვირუსი და შედეგად ზომბი აპოკალიფსი გამოიწვია. თეორია ასევე აკავშირებს "Racoon" (Resident Evil-ის მთავარი ქალაქი) და სიტყვა „კორონას“ (ვირუსის სახელწოდება) ანაგრამას. [23] თეორიის პოპულარობამ Snopes-ის ყურადღება მიიქცია, რომელმაც ამ თეორიის სიცრუე დაამტკიცა იმის განმარტებით, რომ ლოგო არ იყო ინსტიტუტის, არამედ Shanghai Ruilan Bao Hu San Biotech Limited-ის, რომელიც ქალაქ შანხაიში, ვუხანიდან დაახლოებით 800 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.[23]

 
Umbrella Corporation-ის ლოგო.

დეზინფორმაციის გარდა, რჩება შეშფოთებები უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან შემთხვევით გაჟონვის ინციდენტზე.[24] 2017 წელს, მოლეკულარულმა ბიოლოგმა, რიჩარდ ჰ. ებრატმა გამოხატა სიფრთხილე, როდესაც უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი გაფართოვდა, რათა ის ჩინეთის პირველი ბიოუსაფრთხოების დონე 4 (BSL–4) ლაბორატორია გამხდარიყო, და აღნიშნ ადრინდელ SARS ვირუსის-ის გაჟონვის ინციდენტი სხვა ჩინური ლაბორატორიებიდან.[25] მაშინ, როდესაც ებერტმა უარყო რამდენიმე კონსპირაციული თეორია უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის შესახებ (მაგ. ბიოიარაღის კვლევა, რომ ვირუსი იყო მოდიფიცირებული), მან ჩინურ BBC-ს განუცხადა, რომ ეს არ წარმოადგენს შესაძლებლობას იმისა, რომ ვირუსი "სრულიად გამორიცხულად" არ გავრცელებულიყო მოსახლეობაში ლაბორატორიული ინციდენტის შედეგად.[24] 6 თებერვალს, თეთრმა სახლმა მეცნიერებს და სამედიცინო მკლევარებს მოუწოდა სასწრაფოდ გამოეკვლიათ ვირუსის წარმომავლობა, რათა უპასუხონ, როგორც ახლანდელ გავრცელებას, ასევე „შეგვატყობინონ სამომავლო გავრცელების მომზადება და უკეთ გავიგოთ კორონავირუსის ცხოველის/ადამიანის და გარემოს დაინფიცირების ასპექტები.[26]

South China Morning Post იუწყება რომ ინსტიტუტის ერთ-ერთი წამყვანი მკლევარი ში ჟენგლი, ჩინურ სოციალურ ქსელში პირადი თავდასხმების ობიექტი გახდა. ში ჟენგლის ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მუშაობს ღამურაზე დაფუძნებულ ვირუსებზე, როგორც ვირუსის მთავარ წყაროზე, რამაც შის აიძულა ბრალდებისთვის შემდეგნაირად ეპასუხა: „ჩემს ცხოვრებას ვფიცავარ, [ვირუსს] საერთო არაფერი აქვს ლაბორატორიასთან“, და როცა SCMP-მ მას თავდასხმებზე კომენტარის გაკეთება სთხოვა, შიმ უპასუხა: „ჩემი დრო უფრო მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა იხარჯებოდეს“.[27] Caixin-ი იუწყება, რომ შიმ გააკეთა დამატებითი საჯარო განცხადება წინააღმდეგ „გაგებული კილიტა ქუდი თეორიების ახალი ვირუსის წყაროზე“, მისი თქმით: "ახალი 2019 წლის კორონავირუსი არის ბუნების სასჯელი ადამიანების მიმართ, ცხოვრების არაცივილიზებული ჩვევების შენარჩუნებისთვის. მე, ში ჟენგლი, ჩემს ცხოვრებას ვფიცავ, რომ მას საერთო არაფერი აქვს ჩვენს ლაბორატორიასთან."[28]

ამერიკული ბიოლოგიური იარაღი

რედაქტირება

22 თებერვალს, აშშ-ს ოფიციალური პირები ირწმუნებოდნენ, რომ დეზინფორმაციის უკან რუსეთი იდგა, ათასობით სოციალური მედიის ანგარიშის გამოყენებით: Twitter, Facebook, Instagram თუ სხვაგან, რუსეთი ხელს უწყობს უსაფუძვლო კონსპირაციული თეორიების გავრცელებას, იმის მტკიცებით, რომ ვირუსი არის ბიოლოგიური იარაღი, რომელიც წარმოებულია ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ და ჩინეთთან ეკონომიკური ომი ვირუსის გამოყენებით ხორციელდება.[29][30][31] სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა განაცხადა, რომ „რუსეთის განზრახვაა ჩანერგოს უთანხმოება და შელახოს აშშ-ს ინსტიტუციები და ალიანსები შიგნიდან“ და „კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით, რუსი ბოროტი აქტორები კიდევ ერთხელ ირჩევენ დაემუქრონ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, გლობალური ჯანდაცვის საკითხისადმი პასუხის გაცემის ნაცვლად.[29] რუსეთი უარყოფს ბრალდებებს „ეს არის განზრახულად ცრუ ისტორია“.[32]

აშშ-ში დაფუძნებული The National Interest ჟურნალის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური რუსული არხები დუმან აშშ-ს ბიოლოგიურ ომის კონსპირაციის თეორიებზე, სხვა რუსული მედია ელემენტები არ იზიარებენ კრემლის თავშეკავებას.[33] ახალი საინფორმაციო გამოშვება „Звезда“, რომელიც დაფუძნებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ, აქვეყნებს სტატიას სათაურით „კორონავირუსი: ამერიკული ბიოლოგიური ომი რუსეთის და ჩინეთის წინააღმდეგ“. სტატიის თანახმად ვირუსი გამიზნულია იმისთვის, რომ დააზიანოს ჩინეთის ეკონომიკა, რათა შესუსტებული ხელით შეხვდეს ეკონომიკური მოლაპარაკების შემდეგ რაუნდს.[33] ულტრანაციონალისტი პოლიტიკოსის და რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი მოსკოვის რადიოში ამტკიცებდა, რომ ვირუსი იყო პენტაგონის და ფარმაცევტული კომპანიების ექსპერიმენტი. პილიტიკოსი იგორ ნიკულინი რუსეთის სატელევიზიო გამოსვლებში ამტკიცებდა, რომ უხანის არჩევა თავდასხმისთვის განპირობებული იქ არსებული BSL-4 ვირუსოლოგიის ლაბორატორიით, რომელიც პენტაგონისთვის და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთვის უზრუნველყოფდა შენიღბულ ისტორიას, რათა გამოეაშკარავებინათ ჩინეთის ბიოლოგიური ექსპერიმენტი.[33]

Radio Farda-ს თანახმად, ირანელმა სასულიერო პირმა, სეიდ მუჰამედ საეიდიმ, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაადანაშაულა კორონავირუსის მეშვეობით ყუმიხ მიზანში ამოღების გამო, „რათა დააზიანოს მისი კულტურა და პატივი“. საედი ირწმუნებოდა, რომ ”ყუმზე დამიზნებით, ტრამპი ასრულებს დანაპირებს ირანის კულტურულ ობიექტებზე თავდასხმის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ირანელები შურს იძიებდნენ ამერიკელების მიერ ქუდსის ძალების მეთაურის ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის.[34]

ჯაშუშური ოპერაცია

რედაქტირება

ზოგიერთის თქმით, კორონავირუსი ჩინელმა მეცნიერებმა მოიპარეს კანადის ვირუსების კვლევის ლაბორატორიიდან, რაზეც ციტირებენ 2019 წლის ივლისში კანადის სამაუწყებლო კორპორაციის (CBC) მიერ გამოქვეყნებულ საინფორმაციო სტატიას.[35] CBC ირწმუნება, რომ მათი ადრეული მოხსენება იყო დამახინჯებული დეზინფორმაციის მეშვეობით და რომ ერიკ მორისეტი, კანადის ჯანდაცვის მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი და კანადის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს განაცხადით კონსპირაციულ თეორიებს არ ჰქონდათ „არანაირი ფაქტობრივი საფუძველი“. გარდა ამისა, მაშინ როდესაც ჩინელმა მეცნიერებმა დაავადების ნიმუშები პეკინში გაგზავნეს, 2019 წლის 31 მარტს უინიპეგიდან (კანადა) პეკინში გაგზავნილი ნიმუშებიდან, არც ერთი მათგანი არ წარმოადგენდა ამჟამინდელ კორონავირუსს. დაკარგული ჩინელი მეცნიერების ამჟამინდელი ადგილმდებარეობა არის კანადის სამეფო ცხენოსანთა პოლიციის მიერ კონფიდენციალური გამოძიების ქვეშ. ასევე არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულება იმისა, რომ დაკარგული ჩინელი მეცნიერები პასუხისმგებელი არიამ ჩინეთში პათოგენების გაგზავნისთვის.[36][37][38] კორონავირუსის ეპიდემიის პერიოდში, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და ექსპერტი ბიოლოგიურ ომში, ბეგინ–სადატის სტრატეგიული კვლევების ცენტრთან ერთად ნატო-ს პრესკონფერენციაზე საუბრისას, ავლენს ეჭვებს ჯაშუშობაზე, როგორც მიზეზი ლაბორატორიიდან გაძევებისა, მაგრამ მან არ მიანიშნა, რომ კორონავირუსი აღებული იქნა კანადის ლაბორატორიიდან, ან ის, რომ ის არის ჩინეთის ბიოიარაღების თავდაცვის კვლევის შედეგი.[39]

მოსახლეობის კონტროლის სქემა

რედაქტირება

BBC-ის თანახმად, ჯორდან სატერი, შეთქმულების თეორიების YouTuber-ი მემარჯვენე QAnon კონსპირაციული თეორიის და anti-vax მოძრაობის მხარდამჭერი, ყალბად აცხადებდა, რომ ეს დაავადება მოსახლეობის კონტროლის სქემა იყო, რომელიც მისი თქმით მომზადებულია ინგლისის პირბრაიტის ინსტიტუტის და Microsoft-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ბილ გეითსის მიერ.[1][40]

სემ ჰეიდი

რედაქტირება

ერთ-ერთი Facebook ჰოაქსური პოსტი ამტკიცებდა, რომ კომიკოსი სემ ჰეიდი, რომელსაც ასევე უწოდებენ საერთაშორისო ბიოლოგიური იარაღების ტერორისტს, პასუხისმგებელია ეპიდემიის გავრცელებაზე. ჰეიდს აქამდეც სდებდნენ ბრალს ათეულობით მასობრივ სროლებში მონაწილეობისთვის, რისი წინაპირობაც მის შესახებ გავრცელებული ინტერნეტ-მიმებია.[41]

  1. 1.0 1.1 1.2 „China coronavirus: Misinformation spreads online about origin and scale“. BBC News Online. 30 January 2020.
  2. თარგი:Cite newspaper
  3. Jessica McDonald. (24 January 2020) Social Media Posts Spread Bogus Coronavirus Conspiracy Theory.
  4. Here's A Running List Of Disinformation Spreading About The Coronavirus.
  5. Ghaffary, Shirin; Heilweil, Rebecca. (31 January 2020) How tech companies are scrambling to deal with coronavirus hoaxes.
  6. Russia deploying coronavirus disinformation to sow panic in West, EU document says, Robin Emmott, Reuters
  7. Richtel, Matt (6 February 2020). „W.H.O. Fights a Pandemic Besides Coronavirus: an 'Infodemic'. The New York Times. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 7 February 2020.
  8. „As coronavirus misinformation spreads on social media, Facebook removes posts“. Reuters. 1 February 2020. ციტირების თარიღი: 7 February 2020.
  9. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite report: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. World Health Organization (2020).
  10. Coronavirus: UN health agency moves fast to tackle 'infodemic'; Guterres warns against stigmatization (4 February 2020). ციტირების თარიღი: 5 February 2020
  11. WHO Says There's No Effective Coronavirus Treatment Yet. ციტირების თარიღი: 6 February 2020
  12. „China coronavirus: Misinformation spreads online“. BBC News Online. 30 January 2020. ციტირების თარიღი: 3 February 2020.
  13. Experts debunk fringe theory linking China's coronavirus to weapons research (29 January 2020). ციტირების თარიღი: 2 February 2020
  14. თარგი:Cite newspaper
  15. თარგი:Cite newspaper
  16. Tara Subramaniam. (18 February 2020) Fact-checking Tom Cotton's claims about the coronavirus.
  17. Rush Limbaugh: "The coronavirus is an effort to get Trump".
  18. Rush Limbaugh claims Chinese are 'trying to weaponize' coronavirus to 'bring down' Trump (25 February 2020).
  19. 19.0 19.1 თარგი:Cite newspaper
  20. Peters, Jay. (31 January 2020) Markets blogger Zero Hedge suspended from Twitter after doxxing a Chinese scientist. ციტირების თარიღი: 23 February 2020
  21. Datoo, Siraj. (31 January 2020) Zero Hedge Permanently Suspended From Twitter for 'Harassment'. ციტირების თარიღი: 7 February 2020
  22. „Zerohedge Suspended On Twitter“. ZeroHedge. 2 February 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 February 2020. ციტირების თარიღი: 9 February 2020.
  23. 23.0 23.1 Dan Evon (29 January 2020). „Is the 'Umbrella Corporation' Logo Oddly Similar to a Wuhan Biotech Lab's?“. https://www.snopes.com/fact-check/resident-evil-umbrella-coronavirus/. წაკითხვის თარიღი: 10 February 2020.
  24. 24.0 24.1 „[TRANSLATED Wuhan Pneumonia: "Wuhan Virus Research Institute" in the eyes of the outbreak and fake news storm“]. 5 February 2020. https://www.bbc.com/zhongwen/simp/chinese-news-51388024. წაკითხვის თარიღი: 8 February 2020.
  25. David Cyranoski (22 February 2017). „Inside the Chinese lab poised to study world's most dangerous pathogens“. Nature. 592 (7642): 399–400. Bibcode:2017Natur.542..399C. doi:10.1038/nature.2017.21487. PMID 28230144.
  26. „White House asks scientists to investigate origins of coronavirus“. 6 February 2020. https://abcnews.go.com/Politics/white-house-asks-scientists-investigate-origins-coronavirus/story?id=68807304.
  27. თარგი:Cite newspaper
  28. „Wuhan Virology Lab Deputy Director Again Slams Coronavirus Conspiracies“. 7 February 2020. https://www.caixinglobal.com/2020-02-07/wuhan-virology-lab-deputy-director-again-slams-coronavirus-conspiracies-101512828.html. წაკითხვის თარიღი: 8 February 2020.
  29. 29.0 29.1 Glenza, Jessica (22 February 2020). „Coronavirus: US says Russia behind disinformation campaign“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 February 2020. ციტირების თარიღი: 25 February 2020.
  30. Coronavirus: Russia pushing fake news about US using outbreak to 'wage economic war' on China, officials say. Agence France-Presse (23 February 2020). ციტირების თარიღი: 27 February 2020.
  31. Kate Ng. (23 February 2020) US accuses Russia of huge coronavirus disinformation campaign. The Independent. ციტირების თარიღი: 27 February 2020.
  32. „Coronavirus: Russia denies spreading US conspiracy on social media“. BBC. 23 February 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 February 2020. ციტირების თარიღი: 25 February 2020.
  33. 33.0 33.1 33.2 Episkopos, Mark (7 February 2020). „Some in Russia Think the Coronavirus Is a U.S. Biological Weapon“. The National Interest. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 February 2020. ციტირების თარიღი: 27 February 2020.
  34. „Iran Cleric Blames Trump For Coronavirus Outbreak In Religious City“. Radio Farda. 22 February 2020. ციტირების თარიღი: 26 February 2020.
  35. Broderick, Ryan. (31 January 2020) A Pro-Trump Blog Doxed A Chinese Scientist It Falsely Accused Of Creating The Coronavirus As A Bioweapon.
  36. Yates, Karen; Pauls, Jeff. Online claims that Chinese scientists stole coronavirus from Winnipeg lab have 'no factual basis'. Canadian Broadcasting Corporation.
  37. Yates, Karen; Pauls, Jeff. Chinese translation: 中国科学家从温尼伯实验室中窃取 冠状病毒的网络传言'没有事实根据'. Canadian Broadcasting Corporation.
  38. Saranac Hale Spencer. (28 January 2020) Coronavirus Wasn't Sent by 'Spy' From Canada.
  39. Shoham, Dany. (29 January 2020) China and Viruses: The Case of Dr. Xiangguo Qiu. Begin-Sadat Center for Strategic Studies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 მარტი 2020. ციტირების თარიღი: 29 თებერვალი 2020.
  40. Broderick, Ryan. (23 January 2020) QAnon Supporters And Anti-Vaxxers Are Spreading A Hoax That Bill Gates Created The Coronavirus.
  41. Comedian Sam Hyde Not 'Behind' Spread of Coronavirus (27 January 2020).