ჩარლზ კორნუოლისი

(გადამისამართდა გვერდიდან კორნუოლისი, ჩარლზ)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჩარლზ კორნუოლისი (ინგლ. Charles Cornwallis; დ. 31 დეკემბერი, 1738, ლონდონი — გ. 5 ოქტომბერი, 1805) — ინგლისელი სამხედრო მეთაური და კოლონიალური გუბერნატორი. მონაწილეობდა ამერიკის რევოლუციაში.

ჩარლზ კორნუოლისი

კორნუოლისების ოჯახი ერთ-ერთი წარჩინებული და მდიდართაგანი იყო და ბარონის წოდებას ატარებდა. ჩარლზის ბიძა იყო კანტენბერის ეპისკოპოსი. დედა — ჩარლზ თაუნსჰენდის ქალიშვილი; დედის ბიძა კი — პრემიერ მინისტრი, რობერტ უოლპოლი. ჩარლზმა განათლება კემბრიჯსა და იტონში მიიღო.

შვიდ-წლიანი ომის პერიოდში კორნუოლისი მუშაობდა გერმანიაში სხვა და სხვა პოსტებზე. 1759 წელს, მინდენის ბრძოლაში თავის გამოჩენისთვის მიენიჭა კაპიტნის წოდება.

1760 წლის იანვარში პარლამენტის წევრი გახდა. 1761 წელს კორნუოლისი ისევ გააგზავნეს გერმანიაში, სადაც ვიცე პოლკოვნიკის წოდება მიანიჭეს.

ამერიკის რევოლუცია

რედაქტირება
 

ამერიკის რევოლუციის დასაწყისისთვის, ჩარლზ კორნუოლისმა ომში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. 1776 წლის 1 იანვარს მას გამგზავრების უფლება მისცეს. იმავე წლის მარტში ის 2 500 კაციან რაზმთან ერთად გაემგზავრა ნიუ-იორკში, რათა გენერალ მაიორ ჰენრი კლინტონთან ემსახურა.

1777 წლის 2 იანვრიდან 4 იანვრამდე კორნუოლისი ებრძოდა ამერიკის კონტინენტალურ არმიას, პრინსტონთან, რომელსაც გენერალი ჯორჯ ვაშინგტონი მეთაურობდა. ამ ბრძოლაში ინგლისელთა ჯარს ამერიკელებმა საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენეს.

1780 წელს კორნუოლისი ბრიტანეთის არმიას გაუძღვა კაროლინებისკენ, სადაც უნდა შებრძოლებოდა ნათანიელ გრინს. 1781 წელს კორნუოლისის არმიამ გაიმარჯვა გილფორდის ბრძოლაში თუმცა მნიშვნელოვნად დაზარალდა და ამიტომ იძულებული გახდა დაეტოვებინა კაროლინები. 1781 წლის 19 ოქტომბერს, იორკთაუნის ბრძოლისას, ამერიკელების და ფრანგების გაერთიანებულმა ძალებმა გადამწყვეტი იერიში მიიტანეს კორნუოლესის ჯარზე. კორნუოლისი დანებდა და ბრიტანეთმა ომი წააგო.

კორნუოლისი გადაყვანილი იქნა ინდოეთში, სადაც მან უორენ ჰასტინგსი შეცვალა. მისი გენერალურ გუბერნატორად ოფიციალური დანიშვნა მოხდა 1786 წელს.

1793 წელს მისი პირველი ვადა ამოიწურა და იგი ინგლისში დაბრუნდა და ირლანდიის მმართველი გახდა. მან 1789 წლის ირლანდიის აჯანყების დროს რეპრესიაში მოაქცია „გაერთიანებული ირლანდიელები“. 1805 წელს კორნუოლისი ინდოეთში დაბრუნდა და ხელმეორედ დაინიშნა გენერალურ გუბერნატორად. ჩამოსვლიდან ცოტა ხანში ვარანაშის მახლობლად, გაზიპურში მას ციებ-ცხელება შეეყარა და მალევე გარდაიცვალა. დაკრძალეს მდინარე განგის მახლობლად; მის მემორიალი დღემდე არსებობს და მას ინდოეთის მთავრობა უვლის.