კორეის უნივერსიტეტი
კორეის უნივერსიტეტი (კორ. 고려대학교) — კერძო კვლევითი უნივერსიტეტი სეულში, სამხრეთ კორეაში, რომელიც 1905 წელს დაარსდა.
კორეის უნივერსიტეტი | |
---|---|
고려대학교 | |
დევიზი |
„Libertas, Justitia, Veritas“ 자유, 정의, 진리 „თავისუფლება, სამართალიანობა, სიმართლე“ |
დაფუძნდა | 5 მაისი, 1905 |
ტიპი | კერძო უნივერსიტეტი |
სტუდენტი | 24 351[1] |
მდებარეობა | სეული |
ქვეყანა | სამხრეთი კორეა |
კავშირები | Association of Pacific Rim Universities[2] და Korean Council for University Education[3] |
თილისმა | ვეფხვი |
აფილაცია | Association of Professional Schools of International Affairs |
www.korea.edu (ინგლისურად) www.korea.ac.kr (კორეულად) |
უნივერსიტეტი სამხრეთ კორეაში უძველეს და ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად მიიჩნევა. უნივერსიტეტს 20 000-ზე მეტი საბაკალავრო და 10 000-ზე მეტი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, ხოლო 280 000-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. სასწავლებელი 81 დეპარტამენტისა და 19 კოლეჯისგან შედგება.
კორეის უნივერსიტეტი ერთ-ერთი უდიდესი კვლევითი ცენტრია სამხრეთ კორეაში. უნივერსიტეტი ქვეყანაში პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელმაც სტუდენტებს აკადემიური პროგრამები სხვადასხვა სფეროებში შესთავაზა, როგორებიცაა სამართალი, ეკონომიკა და ჟურნალისტიკა.[4] მაღალი რეპუტაციით გამოირჩევა სამართლის კოლეჯი, რომლის საბაკალავრო სამართლის პროგრამაც ქვეყანაში საუკეთესოდ მიიჩნევა.[5] კორეის უნივერსიტეტი 115 კვლევითი ინსტიტუტისგან შედგება, მათ შორისაა უცხო ენების ინსტიტუტი, საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი, საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი და სხვა მრავალი.
2018 წელს კორეის უნივერსიტეტი ქვეყანაში მეოთხე საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლად დასახელდა. რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბებს, 2018 წელს კორეის უნივერსიტეტი მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის 90-ე ადგილზე მოხვდა,[6] ხოლო 2019 წელს შედეგი გააუმჯობესა და 86-ე ადგილზე გადაინაცვლა.[7] ამასთანავე 2016-2017 წლებში უნივერსიტეტმა აზიის მასშტაბით მე-16 ადგილი დაიკავა.[8]
ისტორია
რედაქტირებასასწავლებელი, რომელიც დღეს კორეის უნივერსიტეტის სახელწოდებითაა ცნობილი, 1905 წელს, როგორც ბოსუნის კოლეჯი, სახელმწიფო ხაზინდრის, ლი იონგ იკის მიერ დაარსდა. როგორც ეროვნული აკადემიური ინსტიტუტი, კოლონიურ პერიოდში უნივერსიტეტი ეროვნული სიამაყის სიმბოლოდ მიიჩნეობდა.
ბოსუნის კოლეჯის დაარსებიდან მალევე ხელი მოეწერა კორეა-იაპონიის პროტოკოლს, რის შემდეგაც კოლეჯის დამაარსებელი, ლი იონგ იკი, გადასახლებაში წავიდა, რათა იაპონიის წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობას სათავეში ჩასდგომოდა. მისმა გადასახლებამ კოლეჯს დაფინანსებას პრობლემები შეუქმნა. საბედნიეროდ, კოლეჯის ფინანსური კრიზისი კორეელი ნაციონალისტის, რელიგიური და პოლიტიკური მოძრაობის ლიდერის, სონ ბიონგ ჰის ხელშეწყობით მოგვარდა, რომელმაც სასწავლებლის ხელმძღვანელობა ითავა.
1929 წელს მსოფლიო რეცესიის გამო კოლეჯი ფინანსური კრიზისის წინაშე კიდევ ერთხელ დადგა. ფინანსური პრობლემები 1932 წელს კიმ სუნგ სომ მოაგვარა, როცა იგი კოლეჯის პრეზიდენტი გახდა.
სტიპენდიები
რედაქტირებაკორეის უნივერსიტეტი სტიპენდიებს, გრანტებსა და ჯილდოებს კორეის უნივერსიტეტის ფონდის ეგიდით გასცემს, რომელიც უნივერსიტეტთან ერთად 1905 წელს დაარსდა.[9] უნივერსიტეტი სტუდენტებს 245 სხვადასხვა სახის სტიპენდიას სთავაზოებს, რომელთა საერთო ღირებულებაც 11.5 მილიარდზე მეტი ვონია. სტიპენდიათა რაოდენობა თუ ხანგრძლივობა დონორების სურვილის მიხედვით განისაზღვრება. სტიპენდიანტ სტუდენტებს სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით არჩევენ, მათ შორისაა აკადემიური მოსწრება და საშუალო ქულა.[10]
მეტოქეობა იონსეის უნივერსიტეტთან
რედაქტირებაქვეყნის ორ საუკეთესო კერძო უმაღლეს სასწავლებლებს, კორეისა და იონსეის უნივერსიტეტებს შორის დაპირისპირება მუდმივად საჯარო ყურადღების ობიექტი ხდება. 1956 წლიდან უნივერსიტეტებს შორის ყოველწლიურად შემოდგომის სპორტის ფესტივალი ტარდება, რომელიც სამხრეთ კორეაში ყველაზე მძაფრი და მღელვარე კოლეგიური შეჯიბრია. თამაშები სპორტის ხუთ სახეობაში ტარდება, ესენია: ფეხბურთი, რაგბი, ბეისბოლი, კალათბურთი და ყინულის ჰოკეი.[11] 2012 წელს კორეის უნივერსიტეტმა სპორტის სამ სახეობაში მოიპოვა გამარჯვება (ბეისბოლი, კალათბურთი, ფეხბურთი), ხოლო 2014 წელს, პირველად ისტორიაში, იონსეის უნივერსიტეტი სპორტის ყველა სახეობაში დამარცხდა.
გამოჩენილი კურსდამთავრებულები
რედაქტირება2009 წლისთვის, კორეის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა რიცხვი დაახლოებით 280 000 ცოცხალ ადამიანს ითვლიდა.[12] გამოჩენილ კურსდამთავრებულებს შორის არიან იურისტები, ფიზიკოსები, ინჟინრები, მკვლევარები და ოლიმპიური ათლეტები, რომლებმაც თავიანთც სამოღვაწეო ასპარეზზე, როგორ ეროვნული, ისე მსოფლიო მასშტაბის პოპულარობა მოიპოვეს. ასევე კორეის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა რიგში მრავალი ცნობილი პოლიტიკოსია, მათ შორისაა სამხრეთ კორეის მე-10 პრეზიდენტი, ლი მიონ ბაკი და სეულის 34-ე მერი, ო სე-ჰუნი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://web.archive.org/web/20100829100111/http://www.academyinfo.go.kr/schoolAction.do?process=schoolDisclose00&schoolCd=53018000&orgcode=1&sry_yy=2008&univ_gubun=U&estb=3&dKind=E
- ↑ https://web.archive.org/web/20240124080102/https://www.apru.org/members/
- ↑ https://web.archive.org/web/20240222154714/http://english.kcue.or.kr/member/member_01_01.php
- ↑ 인사말(Introduction)|고려대학교 경영대학. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მარტი 2018. ციტირების თარიღი: 9 April 2018.
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-22. ციტირების თარიღი: 2009-11-12
- ↑ QS World University Rankings® 2018. Top Universities. ციტირების თარიღი: 9 June 2017.
- ↑ Korea University (16 July 2015).
- ↑ [1]. Top Universities
- ↑ 장학금안내 - 고려대학교 Global KU - Frontier Spirit!. Korea.ac.kr. Retrieved on 2010-10-19.
- ↑ 성적,면학장학금 - 고려대학교 Global KU - Frontier Spirit!. Korea.ac.kr. Retrieved on 2010-10-19.
- ↑ [2] დაარქივებული January 13, 2015, საიტზე Wayback Machine.
- ↑ 고려대학교 교우회. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 ივნისი 2004. ციტირების თარიღი: 3 July 2015.