კორეის რესპუბლიკის კონსტიტუცია

კორეის რესპუბლიკის კონსტიტუციაქვეყნის ძირითადი კანონი. მიღებული იქნა 1948 წელს 17 ივლისს, და ბოლოს შესწორებულია 1987 წელს. კონსტიტუციის დღე 17 ივლისი ითვლება ეროვნულ დღესასწაულად, მაგრამ არ არის დასვენების დღე.

რესპუბლიკა კორეის პირველი კონცტიტუცია მიღებული იქნა 1948 წლის 17 ივლისს კონსტიტუციური ასამბლეას მიერ. ამ კონსტიტუციის მიხედვით სამხრეთ კორეაში ცხადდებოდა ცენტრალიზებული მმართველობა პრეზიდენტით სათავეში. მანამდე, 1919 წელს კორეის დროებითმა სახელმწიფომ მიიღო კორეის კონსტიტუცია, თუმცა მას არ გააჩნდა არანაირი სიძლიერე იმის გათვალისწინებით, რომ ამ პერიოდში კორეა იაპონიის კოლონიას წარმოადგენდა.

პირველი შესწორებები შეტანილი იყო 1952 წელს ლი სინ მანის როგორც პრეზიდენტის მიღებამდე. ისინი აძლიერებდნენ პრეზიდენტის პოზიციას და მხოლოდ ცხარე დებატების შემდეგ შეძლეს გასვლა. 1954 წელს ლი სინ მანის ინიციატივით იქნა შეტანილი შესწორებები, რაც ხსნიდა შეზღუდვებს პრეზიდენტის ვადებთან დაკავშირებით და აქცენტს აკეთებდა ეკონომიკის კაპიტალისტურ მოდელზე.

1960 წელს მეორე რესპუბლიკის დროს კონსტიტუციაში შეტანილი იყო მეტად დემოკრატიული შესწორებები, განსაკუთრებით ორპალატიანი პარლამენტისა და საარჩევნო კომისიის შესახებ.

1961 წელს გადატრიალების შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა პაკ ჩონ ჰი, 1960 წლის ვერსია განულებული იყო, ხოლო 1962 წელს რეფერენდუმში მიღებული იყო მესამე რესპუბლიკის კონსტიტუცია, შექმნილი აშშ-ის კონსტიტუციის მსგავსად. 1972 — მეოთხე რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღების წელი, დარქმეული იუსინის კონსტიტუცია, რაც უფრო აძლიერებდა საპრეზიდენტო ძალაუფლებას.

პაკ ჩონ ხის მკვლელობის შემდეგ 1979 წელს იქმნება სამხრეთ კორეის მეხუთე რესპუბლიკა პრეზიდენტ ჩონ დუ ხვანის მიერ. 1980 წელს კონსტიტუცია კვლავ იყო გადამოწმებული, პრეზიდენტის ძალა შესუსტებულია, წარმოქმნილია ერთპალატიანი პარლამენტი.

პროდემოკრატიული პროტესტების შემდეგ 1987 წელს მიღებული იქნა მეექვსე რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც დღემდეა ძალაში (2006).

მოქმედი კონსტიტუცია

რედაქტირება

პოლიტიკური სტრუქტურა

რედაქტირება

სამხრეთ კორეის კონსტიტუცია შედგება პრეამბულასგან, 130 სტატიისგან და დამატებებისგან. ის სანზღრავს კორეის რესპუბლიკას როგორც დემოკრატიულ-საპრეზიდენტო რესპუბლიკად. სახელმწიფო მეთაურს წარმოადგენს პრეზიდენტი, ასევე არსებობს ხელისუფლების სამი განშტოება — აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო.

პრეზიდენტი სახელმწიფოს მართველია. სხვა ქვეყნებთან შედარებით სამხრეთ კორეის პრეზიდენტი დიდი ძალაუფლებით სარგებლობს — მას შეუძლია დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და სამინისტოების ხელმძრვანელები (პარლამენტის თანხმობით). პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი და ინიშნება ვადით 5 წელი პირდაპირი საყოველთაო არჩევნებით. ერთი და იგივე ადამიანს პრეზიდენტის წოდებაზე მხოლოდ ერთხელ შეუძლია კენჭის ყრა. ახლა კორეის პრეზიდენტია პაკ კინ ჰე.

სამხრეთ კორეაში მთავრობა პრეზიდენტს ექვემდებარება, რომელიც ნიშნავს პრემიერ-მინისტრსა და მინისტრებს, პარლამენტთან შეთანხმების შემდეგ. მთავრობა შედგება სამინისტროებებისა და უწყებებისგან, უკანაკსნელს ეხება, კერძოდ ეროვნული დაზვერვის სამსახური და საჯარო სამსახურის კომისია.

საკანონმდებლო უფლებამოსილება წარდგენილია პარლამენტით — ეროვნული კრებით. ის შედგება 299 წევრისგან, არჩეული 4 წელიწადით. დეპუტატების დიდი ნაწილი (დაახლოებით 80 %) შეირჩევა პირდაპირი არჩევნებით. დანარჩენი - პარტიული სიებით.

სასამართლო ხელისუფლება წარდგენილია უზენაეს სასამართლოდ, რომელთა წევრებიც პრეზიდენტის მიერ ირჩევა (უზენაეს სასამართლოს მეთაური პარლამენტის მიერ დგინდება). არსებობს უფრო დაბალი დონის სასამართლო და სპეციალიზებული სასამართლოები (საოჯახო სასამართლო, სამხედრო ტრიბუნალი და ა.შ) 1988 წელს სამხრეთ კორეაში გაჩნდა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელის მოვალეობებშიც შედის კანონების შემოწმება და ძალაუფლებათა გაფართოება ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

კონსტიტუციის მიხედვით კორეა შედგება 9 პროვინციის და 7 მუნიციპალიტეტისგან, რომელთა სტატუსიც მიახლოებულია პროვინციას. ადგილობრივი ხელისუფლება არჩევითია.

ეკონომიკა

რედაქტირება

119 მუხლის თანახმად, მთავრობის მიზანს წარმოადგენს ეკონომიკის მდგრადობა და დაბალანსებული ზრდა, „შემოსავლის სწორი განაწილება“ და „ეკონომიკური ძალის ბოროტულად გამოყენების“ თავიდან აცილება. 125 მუხლი ადგენს საგარეო ვაჭრობას როგორც ეკონომიკის სტრატეგიულ მხარეს, კონტროლირებული სახელმწიფოს მხრიდან [1] დაარქივებული 2006-12-13 საიტზე Wayback Machine. .

კონსტიტუცია ასევე უზრუნველყოფს მუშაობის უფლებას, საარსებო მინიმუმის არსებობას და უზრუნველყოფს სამუშაო პირობებს. მომუშავე პირებს ეძლევათ საშუალება შექმნან პროფესიული კავშირები და დამოუკიდებელი ასოციაციები.

ადამიანის უფლებები

რედაქტირება

სამხრეთ კორეა კონსტიტუციის მხრივ წარმოადგენს დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობას სამოქალაქო უფლებებით და თავისუფლებით. მოქალაქე ვერ დაისჯება იძულებითი შრომით გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დაკავებულებს და მათ ოჯახის წევრებს აქვთ უფლება იცოდნენ დაკავების მიზეზი.

თუმცა ადამიანის უფლებები თვალისწინდება კონსტიტუციის რამდენიმე შესწორებაში, ასევე სხვა კანონებში, როგორიცაა ეროვნული უშიშროების აქტი, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებათა შეზღუდვას გარკვეული გამონაკლის შემთხვევებში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება