კონსუელო ველასკეს ტორესი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კონსუელო  ველასკეს  ტორესი (ესპან. Consuelo Velázquez Torres; დ. 21 აგვისტო, 1916 სიუდად- გუსმანი, ხალისკოს შტატი, მექსიკა — გ. 22 იანვარი, 2005, მეხიკო) — მექსიკელი პიანისტი და კომპოზიტორი, რომელიც ძირითადად ცნობილია როგორც ავტორი სიმღერისა „ბესამე მუჩო“ (Bésame mucho).[1]

კონსუელო ველასკეს ტორესი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 29 აგვისტო, 1916
დაბ. ადგილი სიუდად-გუსმანი, ხალისკო, მექსიკის დროშა მექსიკა
გარდ. თარიღი 22 იანვარი, 2005 (88 წლის)
გარდ. ადგილი მეხიკო, მექსიკა
საქმიანობა კომპოზიტორი, პიანისტი, სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ფორტეპიანო
აქტიური 1938-დან

ადრეული წლები      

რედაქტირება

ისააკ ველასკეს დელ ვალეს (Velázquez del Valle) და მარია დე ხესუს ტორეს ორტიზ დე ველასკესის (Torres Ortiz de Velázquez) ქალიშვილი  კონსუელო ველასკესი დაიბადა 1924 წლის 21 აგვისტოს სიუდად- გუსმანში, მექსიკაში. გოგონა ოჯახთან ერთად გვადალახარაში ცხოვრობდა.  მან პიანინოზე დაკვრა 4 წლის ასაკში დაიწყო. ექვსი წლიდან მუსიკას სწავლობდა რამონ სერატოს მუსიკალურ სკოლაში. შეისწავლა ფორტეპიანო, დაიწყო სიმღერების შექმნა. ველასკესი 6 წლის ასაკში უკვე დიდ სცენაზეც გამოდიოდა. იგი მოგვიანებით სასწავლებლად გაემგზავრა მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში და სწავლა განაგრძო მექსიკის ეროვნულ კონსერვატორიაში, სადაც სიმღერების წერას მოჰკიდა ხელი და, ამავდროულად, ცნობილი პიანისტი გახდა. 1938 წელს მისი სადებიუტო სოლო კონცერტი  მეხიკოში გაიმართა ხელოვნების სასახლეში.[2][3][4]

სიმღერა „ბესამე მუჩო“

რედაქტირება

კონსუელო ველასკესმა სიმღერა Bésame mucho( ესპ.მაკოცე ბევრი)  მან 40-იანი წლების დასაწყისში დაწერა, ენრიკე გრანადოსის ოპერა "გოიესკის" არიის შთაგონებით.  სიმღერამ დიდი პოპლარობა მოიპოვა. 1944 წლიდან შესრულდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მათ შორის  ჯიმი დორსის ორკესტრის მიერ.

1999 წელს „ბესამე მუჩო“  ერთადერთი მექსიკური სიმღერა გახდა, რომელიც აშშ – ს ჰიტ-პარადში მთელი სამი თვის განმავლობაში პირველ ადგილს ინარჩუნებდა. ის საუკუნის სიმღერად აღიარეს.

ესპანურ ენაზე დაწერილი "ბესამე მუჩო" 20 -ზე მეტ ენაზე ითარგმნა და სხვადასხვა ინტერპრეტაციით მსოფლიოს საუკეთესო ჯგუფებმა და მომღერლებმა შეასრულეს. მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა სტილში ასრულებდნენ ისეთი დიდი მომღერლები, როგორიცაა პლასიდო დომინგო, ელვის პრესლი, ხოსე კარერასი, ჯგუფი “ბითლზი” და ა.შ. ის დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას.

ამ სიმღერამ ავტორს უდიდესი პოპულარობა მოუტანა. ის ჰოლივუდში ლეგენდარულ უოლტ დისნეისთან შესახვედრად მიიწვიეს და მის ფილმ “უოლტ დისნეიზე” თანამშრომლობაზეც დათანხმდა.

კონსუელო ველასკესის სხვა ცნობილი სიმღერებია "მიყვარს და იცოცხლე" (Amar y vivir), "კაჩიტო", "იყავი ბედნიერი" (Que seas feliz). კომპოზიტორის კარიერის გარდა,  კონსუელო ველასკესი ზოგჯერ თამაშობდა ფილმებში - როგორც მსახიობი ("კარნავალის ღამე", რეჟისორი ჯულიო სარასენი, 1938, საბჭოთა ოსკაროსანი ფილმი – “მოსკოვს ცრემლების არ სჯერა”) და პიანისტი.  

1979-1982 წლებში. კონსუელო ველასკესი იყო მექსიკის კონგრესის დეპუტატთა პალატის წევრი. მრავალი ეროვნული და საერთაშორისო პრემიის ლაურეატი, მისი მშობლიური ქალაქის- სიუდად- გუსმანის საპატიო მოქალაქე (1981წ.)[5].

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

კონსუელო ველასკესი  ცოლად გაჰყვა  მარიანო რივერა კონდესს, რომელიც 6 წელი მისი თაყვანისმცემელი იყო. მათ შეეძინათ ორი ვაჟი: მარიანო რივერა ველასკესი და სერხიო რივერა ველასკესი.

კონსუელო ველასკესი გარდაიცვალა რესპირატორული დაავადებისაგან გამოწვეული გართულებებით  მეხიკოს საავადმყოფოში, სადაც მკურნალობდა 2004 წლის ნოემბრიდან   მას შემდეგ, რაც იგი დაეცა და სამი ნეკნი მოიტეხა. იმავე წელს მემორიალური დაფა განათავსეს იმ სახლში, სადაც   ცნობილი სიმღერების ავტორი დაიბადა.[6][7][8]

გარე ბმულები

რედაქტირება
==სქოლიო==
  1. Tuckman, Jo (2005-01-26). "Obituary: Consuelo Velázquez". the Guardian. Retrieved 2018-05-01.
  2. "Consuelo Velázquez". IMDb. Retrieved 2021-02-25.
  3. Fox, Margalit (2005). "Consuelo Velázquez Dies; Wrote 'Bésame Mucho'"[მკვდარი ბმული]. The New York Times. ISSN 0362-4331[მკვდარი ბმული]. Retrieved 2018-05-01.
  4. Consuelo Velazques www.peermusic.com. Retrieved 2021-02-25.
  5. Ankeny,Jason. "Artist Biography: Consuelo Velázquez". AllMusic.com. Retrieved December 12, 2016
  6. Fox, Margalit (January 30, 2005). "Consuelo Velázquez Dies; Wrote 'Bésame Mucho'".[მკვდარი ბმული] The New York Times.
  7. "Channelnewsasia.com". 2005-01-24. Archived from the original on 2005-01-24. Retrieved 2018-05-01.
  8. Ankeny, Jason. "Artist Biography: Consuelo Velázquez". Retrieved September 5, 2019