კონსტანტინოს ვოლანაკისი
კონსტანტინოს ვოლანაკისი (ბერძ. Κωνσταντίνος Βολανάκης, დ. 1837, ჰერაკლიონი, კრეტა — გ. 29 ივნისი, 1907, პირეოსი) — მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერძენი მხატვარი. მიუნხენის ბერძნული ფერწერის სკოლის წარმომადგენელი.
ბიოგრაფია
რედაქტირებავოლანაკისი დაიბადა 1837 წელს კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ჰერაკლიონში, მაგრამ მისი ოჯახი მეზობელი ტომიდან რეთიმნოდან იყო. ვოლანაკისმა 1856 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა კუნძულ სიროსზე. იმავე წელს იგი უფროსმა ძმებმა გაგზავნეს ტრიესტში, შაქრით მოვაჭრე აფენტულისთან, ბუღალტრად სამუშაოდ. აფენტულისმა შეამჩნია მისი მხატვრობისადმი სიყვარული და ნიჭი, როდესაც ნავების, გემების, ნავსადგურების ესკიზები ნახა ბუღალტრული ანგარიშის წიგნის ფურცლებზე. იმის მაგივრად, რომ გაეთავისუფლებინა სამსახურიდან, აფენტულისმა 1860 წელს, იგი გაგზავნა ხატვის შესასწავლად მიუნხენის აკადემიაში, კარლ ფონ პილოტისთან. სწავლის დასრულების შემდეგ ვოლანაკისი მუშაობდა მიუნხენში, ვენაში და ტრიესტში. 1883 წელს ვოლანაკისი დაბრუნდა საბერძნეთში და დასახლდა ქალაქ პირეოსში. ამ დროიდან 1903 წლამდე ასწავლიდა ათენის სახვითი ხელოვნების სკოლაში, სადაც მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტუდენტი იყო მიხალის ოიკონომოუ. მისი კიდევ ერთი მოსწავლე იყო სოფია ლასკარიდუ. მან ასევე დააარსა საკუთარი კერძო სკოლა.
1869 წელს, ლისას ბრძოლიდან სამი წლის შემდეგ, როდესაც იმპერატორ ფრანც ჯოზეფის ინიციატივით გაიმართა ნახატების კონკურსი ამ მოვლენის მემორიალიზაციისთვის, ვოლანაკისმა გაიმარჯვა კონკურსში, მიიღო 1000 ოქროს ფლორინი და უფასო სამოგზაურო კრუიზი ავსტრიის საზღვაო ფლოტთან ერთად სამი წლის განმავლობაში.[1] მან ნაყოფიერად გამოიყენა ეს შესაძლებლობა და შექმნა მრავალი ტილო და ესკიზი 1883 წელს. [2]
მიუხედავად ნიკოლაოს გიზისის გაფრთხილებისა, რომ ეს მის კარიერას გაანადგურებდა, ის დაბრუნდა საბერძნეთში და დასახლდა პირეოსში. ბოლო წლებში ძალიან გაუჭირდა ფინანსურად. მას ძალიან დიდი ოჯახი ჰყავდა, რომელსაც რჩენა უნდოდა, ბოლო დროს კი მისი ხელოვნებისადმი ინტერესი საკმაოდ შემცირდა. შემოსავლის გაზრდის მცდელობისას მან შეცვალა ხატვის ჩვეული მეთოდი. მუშაობდა ჯგუფთან, რომლებიც ჯერ ამზადებდნენ მდიდრულ მოჩუქურთმებულ ჩარჩოებს, შემდეგ კი ქმნიდნენ მათზე მორგებულ ნახატებს.
ვოლანაკისი გარდაიცვალა 1907 წლის 29 ივნისს პირეოსში, თიაქრის გართულების შედეგად. მისი დაკრძალვა ქვეყანაში მიმდინარე არჩევნების დღეს დაემთხვა, ამიტომ დაკრძალვის ცერემონიას ძალიან ცოტა ადამიანი დაესწრო.[3] ვოლანაკისის ნახატები ინახება საჯარო და კერძო კოლექციებში, როგორიცაა საბერძნეთის ეროვნული გალერეა, ტანასის ლასკარიდის ფონდი და თელოგლიონის სახვითი ხელოვნების ფონდი.[4]
ნამუშევრები
რედაქტირებაზღვა, გემები და ნავსადგურები ვოლანაკისისთვის შთაგონების მუდმივი წყაროა. ალტამურასთან, იოანისთან, ჰაძისთან და ვასილიოსთან ერთად, ვოლანაკისი ითვლება მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მარინისტ მხატვრად. მხატვრებთან თეოდოროს ვრიზაკისთან, ნიკიფოროს ლიტრასთან, ნიკოლაოს გიზისთან, გეორგიოს იაკოვიდისთან ერთად, იგი ითვლება მიუნხენის სკოლის აკადემიური რეალიზმის ერთ-ერთ მთავარ წარმომადგენელად. თუმცა, ისეთი საოცარი ნამუშევრები, როგორიცაა „გამოფენა მიუნხენში“, ასევე ხაზს უსვამს იმპრესიონისტულ ტენდენციებს მის ხელოვნებაში.
მისი საზღვაო ნამუშევრები ამშვენებს საზეიმო დარბაზებს ავსტრიასა და საბერძნეთში და საჰაერო მეტროს სადგურსაც კი — პირეოსში. მისი ზოგიერთი ნამუშევარი საერთაშორისო აუქციონებზე ასობით ათას ევროდ გაიყიდა. 2008 წლის ნოემბერში მისმა ნამუშევარმა „კარაისკაკისი, დაშვება ფალერში“ აუქციონზე ბერძნული ნამუშევრის რეკორდული ფასი დააფიქსირა — 2 მილიონი ევრო.ვოლანაკისის ნამუშევრები გამოფენილია, როგორც საბერძნეთის, ასევე საზღვარგარეთის მრავალ ცნობილ მუზეუმში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Brief biography დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. @ the National Gallery (Athens) website.
- ↑ Θοδωρής Κουτσογιάννης: Τα 57 έργα του Βολανάκη έχουν ως κοινό παρανομαστή την απεικόνιση της θάλασσας el (2023-08-09). ციტირების თარიღი: 2023-11-30
- ↑ Τελλόγλειο Ίδρυμα Τεχνών (2013-06-28). ციტირების თარიღი: 2023-11-30
- ↑ Τελλόγλειο Ίδρυμα Τεχνών (2013-06-28). ციტირების თარიღი: 2023-11-30