კონსტანტინე ფოცხვერაშვილის ქუჩა
კონსტანტინე (კოტე) ფოცხვერაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ჩუღურეთის რაიონში (ოქროსუბანი); მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩიდან ნიკო ფიროსმანის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც არტილერიის ქუჩა. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია ბატარეის ქუჩის სახელწოდებით. 1924 წელს ეწოდა გიგო ხეჩუაშვილის ქუჩა. ამავე სახელითაა დატანილი თბილისის 1934 წლის გეგმაზე. 1959 წელს კონსტანტინე ფოცხვერაშვილის სახელი ეწოდა.
კონსტანტინე ფოცხვერაშვილის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
უბანი | ოქროსუბანი |
წინა სახელები | არტილერიის ქუჩა, ბატარეის ქუჩა, ხეჩუაშვილის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 176, ISBN 978-99928-20-35-3.