კონსტანტინე ლასკარისი (იმპერატორი)
კონსტანტინე ლასკარისი (ბერძ. Κωνσταντίνος Λάσκαρης; დ. ? — გ. 1205) — ბიზანტიის იმპერატორი რამდენიმე თვის განმავლობაში 1204 წლიდან 1205 წლის დასაწყისამდე.
კონსტანტინე ლასკარისი | |
---|---|
Κωνσταντίνος Λάσκαρης | |
ბიზანტიის იმპერატორი ნიკეის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 1204 |
მმართ. დასასრული: | 1205 |
წინამორბედი: | ალექსი V დუკა (დე იურე) |
მემკვიდრე: | თეოდორე I ლასკარისი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ? |
დაბ. ადგილი: | კონსტანტინოპოლი |
გარდ. თარიღი: | 1205 |
დინასტია: | ლასკარისები |
მამა: | მანუელ ლასკარისი |
დედა: | იოანა კარაცინა |
კონსტანტინე ლასკარისი დაიბადა ლასკარისების წარჩინებულ, თუმცა არა განსაკუთრებით ცნობილ ბიზანტიურ ოჯახში კონსტანტინოპოლში. იგი იყო მანუელ ლასკარისისა (დ. 1140) და მისი მეუღლის, იოანა კარაცინას (დ. 1148) ვაჟი. მის შესახებ მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობამდე არაფერია ცნობილი. 1204 წლის 12 აპრილს, მას შემდეგ, რაც ჯვაროსნები კონსტანტინოპოლში შეიჭრნენ და ქალაქის ძარცვა დაიწყეს, მოქალაქეთა დიდი ჯგუფი აია-სოფიას ტაძარში შეიკრიბა, რათა ახალი იმპერატორი აერჩიათ. მათ არჩევანის გაკეთება კონსტანტინე ლასკარისსა და კონსტანტინე დუკას შორის მოუხდათ და საბოლოოდ, კონსტანტინე ლასკარისი აირჩიეს. ახალმა იმპერატორმა მოქალაქეებს წინააღმდეგობის გაწევისაკენ მოუწოდა. იგი ძმასთან, თეოდორე ლასკარისთან ერთად სათავეში ჩაუდგა წინააღმდეგობის მოძრაობას. გარდაიცვალა 1205 წლის დასაწყისში, სავარაუდოდ, ჯვაროსნებთან ბრძოლისას.
ლიტერატურა
რედაქტირება- Canduci, Alexander (2010), Triumph & Tragedy: The Rise and Fall of Rome's Immortal Emperors, Pier 9, ISBN 978-1-74196-598-8
- Harry J. Magoulias, 'O city of Byzantium: annals of Niketas Choniatēs', Wayne State University Press, 1984
წინამორბედი: ალექსი V დუკა |
ბიზანტიის იმპერატორი (ნომინალურად) 1204-1205 |
შემდეგი: მიხეილ VIII პალეოლოგოსი |
წინამორბედი: სახელმწიფო შეიქმნა |
ნიკეის იმპერატორი 1204-1205 |
შემდეგი: თეოდორე I ლასკარისი |