კომენსკის უნივერსიტეტი
კომენსკის უნივერსიტეტი (სლოვაკ. Univerzita Komenského v Bratislave ლათ. Universitas Comeniana Bratislavensis) — სლოვაკეთის უდიდესი უნივერსიტეტი. სახელი ეწოდა ჩეხი პედაგოგის იან ამოს კომენსკის პატივსაცემად. შედის ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის, უტრეხტის ქსელის შემადგენლობაში.
კომენსკის უნივერსიტეტი | |
---|---|
Univerzita Komenského v Bratislave | |
ლათ. Universitas Comeniana Bratislavensis | |
დაფუძნდა | 1919 |
ატარებს სახელს | იან კომენსკი |
დამფუძნებელი (-ები) | სამუელ ზოხი |
ტიპი | სახალხო |
რექტორი | მარეკ შტევჩეკი |
სტუდენტი | 30 000 |
მისამართი | Šafárikovo námestie 6, 818 06 Bratislava 1 |
მდებარეობა | ბრატისლავა, სლოვაკეთი |
ქალაქი | ბრატისლავა |
ქვეყანა | სლოვაკეთი |
კავშირები | Utrecht Network, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[1] , ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო კავშირი[2] , Coalition for Advancing Research Assessment[3] და ASEAN European Academic University Network[4] |
uniba.sk |
ისტორია
რედაქტირებაუნივერსიტეტი დაარსდა 1919 წელს ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისთანავე პრაღაში მდებარე კარლის უნივერსიტეტის დახმარებით. თავდაპირველად უნივერსიტეტში მხოლოდ ერთი, სამედიცინო ფაკულტეტი არსებობდა, მაგრამ უკვე 1921 წელს გაიხსნა ფილოსოფიისა და იურიდიული ფაკულტეტები. 1939-1954 წლებში ეწოდებოდა სლოვაკეთის უნივერსიტეტი. ამჟამად უნივერსიტეტში 13 ფაკულტეტია, რომელზეც დაახლოებით 30 000 სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტთან არსებობს ბოტანიკური ბაღი.
ცნობილი კურსდამთავრებულები
რედაქტირებაუნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდნენ ჩეხოსლოვაკიის პოლიტიკური მოღვაწეები ალექსანდრე დუბჩეკი და გუსტავ ჰუსაკი, ასევე თანამედროვე სლოვაკეთის ორი პრეზიდენტი ივან გაშპაროვიჩი და ზუზანა ჩაპუტოვა. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები: ვლადიმირ მეჩიარი, იოზეფ მორავჩიკი, რობერტ ფიცო და იგორ მატოვიჩი, რომაული სამართლის ისტორიის სპეციალისტი პეტერ ბლაგო და პოეტი შტეფან ჟარი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ↑ https://eua.eu/about/member-directory.html
- ↑ https://web.archive.org/web/20221123144401/https://www.auf.org/les_membres/nos-membres/
- ↑ https://web.archive.org/web/20231109092552/https://coara.eu/coalition/membership/
- ↑ https://web.archive.org/web/20240430185709/https://asea-uninet.org/about-us/history/