იგორ მატოვიჩი
იგორ მატოვიჩი (სლოვაკ. Igor Matovič, დ. 11 მაისი, 1973, ტრნავა, ჩეხოსლოვაკია) — სლოვაკი პოლიტიკოსი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 30 მარტამდე. მემარჯვენე-კონსერვატიული პარტიის ჩვეულებრივი ხალხის დამაარსებელი და ლიდერი. სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს დეპუტატი 2010 წლის 12 ივნისიდან.
იგორ მატოვიჩი | |
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 მარტი, 2020 – 30 მარტი, 2021 | |
პრეზიდენტი | ზუზანა ჩაპუტოვა |
წინამორბედი | პეტერ პელეგრინი |
მემკვიდრე | ედუარდ ჰეგერი |
დაბადებული | 11 მაისი, 1973 ტრნავა, ჩეხოსლოვაკია |
მეუღლე | პავლინა მატოვიჩოვა |
შვილები | 2 |
განათლება | კომენსკის უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიგორ მატოვიჩი დაიბადა ტრნავაში 1973 წლის 11 მაისს. 1993 წელს სწავლა დაიწყო კომენსკის უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1997 წელს. 2002-2010 წლებში მუშაობდა ტრნავის საგამომცემლო სახლში[1][2].
2010 წელს დააარსა პარტია „ჩვეულებრივი ხალხი“. ამავე წელს გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში და გახდა სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს დეპუტატი. 2020 წლის 29 თებერვლის საპარლამენტო არჩევნებში მისმა საარჩევნო ბლოკმა გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში და პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ დაავალა მთავრობის შექმნა[3]. იგორ მატოვიჩის მთავრობა კოალიციურია და მასში ოთხი პარტია მონაწილეობს: ჩვეულებრივი ხალხი, პარტია ხალხისთვის, პარტია თავისუფლება და სოლიდარობა და პარტია ჩვენ — სამშობლო[4].
2021 წლის 30 მარტს თანამდებობიდან გადადგა რუსული ვაქცინის შეძენით გამოწვეული სამთავრობო კრიზისის გამო.[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Kirschbaum, Stanislav J. (2013) Historical Dictionary of Slovakia (en). Scarecrow Press, გვ. 213. ISBN 978-0-8108-8030-6.
- ↑ „Igor Matovič“. Webnoviny.sk. ციტირების თარიღი: 20 March 2020.
- ↑ „Slovakia election: seismic shift as public anger ousts dominant Smer-SD party“. The Guardian. Agence France-Presse. 1 March 2020. ციტირების თარიღი: 20 March 2020.
- ↑ „'Let's go to battle': New Slovak government takes office amid coronavirus fight“. Reuters (English). 21 March 2020. ციტირების თარიღი: 22 March 2020.
- ↑ რუსული ვაქცინის შეძენით გამოწვეული სამთავრობო კრიზისის გამო, სლოვაკეთის პრემიერი თანამდებობიდან გადადგა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-30. ციტირების თარიღი: 2021-03-30.