კოლხური ყოჩივარდა
კოლხური ყოჩივარდა (ლათ. Cyclamen colchicum) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ტუბერი სფეროსებურია, ოდნავ შებრტყელებული. ფოთლები თირკმლისებურია, მომრგვალო წვერით. ზედა მხარე მწვანეა, ქვედა მხარე იისფერ-მეწამული ფერისაა. ჯამი მიტკეცილი, გაბნეული ბეწვით არის დაფარული. გვირგვინი ვარდისფერია, გადანაღუნი ნაკვთები ელიფსურია ან მოგრძოკვერცხისებრი. იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე ღორღიან ადგილებში, კლდეებზე. გავრცელებულია აფხაზეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სამეგრელოში. მცენარე საქართველოს ენდემია.
კოლხური ყოჩივარდა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Cyclamen colchicum (Albov) Correvon | ||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 638.