ყოჩივარდა[1] (ლათ. Cyclamen) — მცენარეთა გვარი ფურისულასებრთა ოჯახისა. ცნობილია 20-ზე მეტი ველურად მზარდი სახეობა. უპირატესად ხმელთაშუაზღვისპირეთში არიან გავრცელებული. ბალახოვანი მცენარეებია (სიმაღლეში 5–30 სმ) გორგლისებრი ფესურათი. ფოთლები ფესვთანური, გრძელყუნწიანი, გულისებური, ზოგჯერ ნაირფერად შეფერილი. ყვავილები ორსქესიანი, მარტოული, გრძელ საყვავილე ღეროზე, უბრალო ან ფოჩიანი ფურცლებით, მათ ძირში ხშირად ლაქით; შეფერილობა თეთრიდან ბორდოსფერსა და იისფრამდე. ყოჩივარდას სახეობებს შორისაა სამკურნალო მცენარეები. ოთახის კულტურაში ზრდიან სპარსული ყოჩივარდას (С. persicum), მეწამული ყოჩივარდას (С. purpurascens), ამოკვეთილი ყოჩივარდას (C. repan­dum) ჯიშებსა და ჰიბრიდებს; დეკორატიულ მებაღეობაში — სუროფოთოლა ყოჩივარდას (С. hederifoli­um), კოსის ყოჩივარდას (С. coum) და მისი ქვესახეობა კავკასიურ ყოჩივარდას (C. c. subsp. caucasicum). ამრავლებენ უპირატესად ფესურის გაყოფით.[2]

ყოჩივარდა
Cyclamen colchicum 13-10-2009.jpg
კოლხური ყოჩივარდა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  მანანასნაირნი
ოჯახი:  ფურისულასებრნი
გვარი:  ყოჩივარდა
ლათინური სახელი
Cyclamen L., 1753
სინონიმები

სქოლიორედაქტირება

  1. cyclamen — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. Шевырёва Т. В. Цикламен // Большая российская энциклопедия. т. 34. — М., 2017. — стр. 331.