კოლინ ფარელი
კოლინ ჯეიმზ ფარელი (ინგლ. Colin James Farrell, დ. 31 მაისი, 1976) — ირლანდიელი კინომსახიობი. ცნობილი გახდა შემდეგ ფილმებში მონაწილეობით: „ალექსანდრე“, „ტელეფონის ჯიხური“, „განსაკუთრებული აზრი“, „ახალბედა“, და მრავალი სხვა. ჟურნალმა „People“ 2003 წელს კოლინი დაასახელა მსოფლიოს ორმოცდაათიდან ერთ-ერთ ულამაზეს ადამიანად[1]; ჟურნალ Company-ს რეიტინგის მიხედვით ის ამავე წლის მეექვსე სექსუალური მამაკაცია[2].
კოლინ ფარელი | |
---|---|
დაბადების სახელი | კოლინ ჯეიმზ ფარელი |
დაბადების თარიღი |
31 მაისი, 1976 ირლანდია, დუბლინი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1996 — დღემდე |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო მსახიობი კაცი მიუზიკლსა ან კომედიაში 2008 — ბრიუგეში |
ბიოგრაფია
რედაქტირებასიყმაწვილე
რედაქტირებაკოლინ ფარელი დაიბადა 1976 წლის 31 მაისს დუბლინში (ირლანდია). ის იყო მეოთხე ბავშვი პროფესიონალი ფეხბურთელის, იმონ ფარელის[3][4], ოჯახში. კოლინს ჰყავდა ორი და, კლოდინი (მისი პერსონალური ასისტენტი)[5] და კეტრინი, და ძმა — იმონ-უმცროსი. იზრდებოდა, როგორც კათოლიკე[6].
როდესაც კოლინი 10 წლის იყო, ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა დუბლინის გარეუბან კასლნოკში[7]. კოლინი დადიოდა „St. Brigid’s National School Castleknock“-ში, „Castleknock College“-სა და „Gormanston College“-ის შემდეგ. გადიოდა მოსმენებს ჯგუფ Boyzone-ში, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, მაგრამ უშედეგოდ [8].
სიყმაწვილეში ფარელი გამოირჩეოდა საკმაოდ სპორტული ხასიათით — სკოლის ნაცვლად ის ამჯობინებდა მეგობრებთან ხეტიალს ადგილობრივ ბარებში, ეწეოდა მარიჰუანას და ქურდობდა მაღაზიებში. 17 წლის ასაკში ის სკოლიდან გააგდეს მასწავლებელთან ჩხუბის გამო, რომელმაც გაკვეთილზე მძინარე კოლინი შენიშნა და მობოდიშების ნაცვლად ნაცემი აღმოჩნდა. ამ ინციდენტის შემდეგ კოლინი ერთი წლით მეგობრებთან ერთად გაემგზავრა ავსტრალიაში.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
2000 | ფ | ვეფხვების ქვეყანა | Tigerland | როლანდ ბოზი |
2002 | ფ | ჰარტის ომი | Hart's War | ტომას ჰარტი |
2002 | ფ | განსაკუთრებული აზრი | Minority Report | დენი ვიტვერი |
2003 | ფ | ტელეფონის ჯიხური | Phone Booth | შეპარდი |
2003 | ფ | ვერონიკა გუერინი | Veronica Guerin | ბიჭი ტატუთი |
2003 | ფ | თავზეხელაღებული | Daredevil | ხარისთვალა |
2003 | ფ | განხეთქილება | Intermission | ლეჰიფი |
2003 | ფ | ახალბედა | The Recruit | ჯეიმზ დაგლას კლეიტონი |
2003 | ფ | სპეცრაზმი | S.W.A.T. | ჯიმ სტრიტი |
2004 | ფ | ალექსანდრე | Alexander | ალექსანდრე მაკედონელი |
2004 | ფ | სახლი ქვეყნიერების დასასრულში | A Home at the End of the World | ბობი მოროუ |
2005 | ფ | ახალი სამყარო | The New World | კაპიტანი ჯონ სმითი |
2006 | ფ | შეეკითხეთ მტვერს | Ask the Dust | არტურო ბანდინი |
2007 | ფ | კასანდრას სიზმარი | Cassandra's Dream | ტერი |
2008 | ფ | ბრიუგეში | In Bruges | რეი |
2009 | ფ | დოქტორ პარნასის წარმოსახვა | The Imaginarium of Doctor Parnassus | ტონის ტრანსფორმაცია |
2009 | ფ | შეშლილი გული | Crazy Heart | ტომ სვიტი |
2009 | ფ | უნდინა | Ondine | სირაკუზი |
2010 | ფ | ლონდონის ბულვარი | London Boulevard | ჰარი მიტჩელი |
2011 | ფ | აუტანელი ბოსები | Horrible Bosses | ბობი პელიტი |
2013 | ფ | მისტერ ბენქსის გადასარჩენად | Saving Mr. Banks | რობერტ გოფი |
2014 | ფ | ზამთრის ზღაპარი | Winter's Tale | პიტერ ლეიკი |
2015 | ფ | ნამდვილი დეტექტივი | True Detective | დეტექტივი რეი ველკორო |
ჯილდოები და ნომინაციები
რედაქტირებაჯილდოები
რედაქტირება- 2000 — ბოსტონის კინოკრიტიკოსების საზოგადოების პრემია — საუკეთესო მსახიობი (ფილმისთვის „ვეფხვების ქვეყანა“)
- 2002 — შანხაის საერთაშორისო ფესტივალის პრემია — საუკეთესო მსახიობი (ფილმისთვის „ჰარტის ომი“)
- 2003 — ლონდონის კინოკრიტიკოსების საზოგადოების პრემია — ბრიტანელი მსახიობის საუკეთესო დებიუტი (ფილმისთვის „ვეფხვების ქვეყანა“)
- 2003 — პრემია „ახალგაზრდების არჩევანი“ — საუკეთესო ბოროტმოქმედი (ფილმისთვის „თავზეხელაღებული“)
- 2003 — პრემია კინოსა და ტელევიზიის ირლანდიური აკადემიის — საუკეთესო მსახიობი (საზოგადოებრივი ხმის მიცემა)
- 2004 — პრემია MTV Movie Awards, Mexico — საუკეთესო მსახიობი (ფილმისთვის „ანგელოზთა ქალაქის სპეცრაზმი“)
- 2009 — პრემია „ოქროს გლობუსი“ — საუკეთესო მსახიობი მიუზიკლში ან კომედიაში (ფილმისთვის „ბრიუგეში“)
- 2010 — პრემია კინოსა და ტელევიზიის ირლანდიური აკადემიის — საუკეთესო მსახიობი (ფილმისთვის „უნდინა“)
ნომინაციები
რედაქტირება- 2003 — პრემია „Empire Awards“ — საუკეთესო მსახიობი (ფილმისთვის „განსაკუთრებული აზრი“)
- 2003 — კინოსა და ტელევიზიის ირლანდიური აკადემიის პრემია — საუკეთესო მსახიობი (ფილმისთვის „ანგელოზთა ქალაქის სპეცრაზმი“)
- 2003 — MTV-ის კინოპრემია — საუკეთესო ბოროტმოქმედი (ფილმისთვის „თავზეხელაღებული“)
- 2003 — კინოსა და ტელევიზიის ირლანდიური აკადემიის პრემია — საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი (ფილმისთვის „განხეთქილება“)
- 2004 — კინოსა და ტელევიზიის ირლანდიური აკადემიის პრემია — საუკეთესო მსახიობი (ფილმისთვის „სახლი ქვეყნიერების დასასრულში“)
- 2005 — ანტიპრემია „ოქროს ჟოლო“ — ყველაზე ცუდი მსახიობი (ფილმ „ალექსანდრესთვის“)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Colinfarrell.org დაარქივებული 2014-09-07 საიტზე Wayback Machine. ოფიციალური საიტი (ინგლისური)
- მსახიობის ბიოგრაფია Tiscali.co.uk-ზე (ინგლისური)
- კოლინ ფარელი Twitter-ზე
- Colinfarrellfansite.com არაოფიციალური საიტი (ინგლისური)
- colinfarrell.ucoz.ru არაოფიციალური საიტი (რუსული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „CBS News Entertainment“. The Most Beautiful People Are Back. 30 April 2003. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მაისი 2003. ციტირების თარიღი: 30 April 2003.
- ↑ Company's 100 Sexiest Men. Company Magazine's 100 Sexiest Men of 2003. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-16. ციტირების თარიღი: 2 August 2004.
- ↑ Colin Farrell Biography
- ↑ ShowBiz Ireland — Colin Farrell Grief for Grandfather: Photos & Wallpapers…
- ↑ Hellomagazine.com. COLIN FARRELL SHOWS HIS BROTHERLY LOVE AT "VICE" PREMIERE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-16. ციტირების თარიღი: 28 July 2006.
- ↑ Wills, Dominic. „Colin Farrell - Biography“. TalkTalk. ციტირების თარიღი: May 10, 2010.
- ↑ Colin Farrell: People.com
- ↑ Visimag.com. Movie Idols: We look at the exploding film career of Colin Farrell. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-16. ციტირების თარიღი: 2004.