Boyzone
Boyzone — ირლანდიური ბოიბენდი. ყველაზე დიდ წარმატებას ჯგუფმა გაერთიანებულ სამეფოში და ირლანდიაში მიაღწია, თუმცა პოპულარული ზოგადად ევროპაშიც და აზიაშიც იყო. 2013 წლის მონაცემებით, ჯგუფს 25 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული[1][2].
Boyzone | |
---|---|
Boyzone 2009 წელს | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | დუბლინი, ირლანდია |
ჟანრ(ებ)ი | პოპი |
აქტიური |
1993 2008–2011 2013–2015 2018 | –2000
ლეიბლ(ებ)ი | Universal, Warner |
წევრები |
რონან კიტინგი მაიკლ გრემი კით დაფი შეინ ლინჩი |
ყოფილი წევრები | სტივენ გეიტლი (1993-2009) (დაიღუპა) |
საიტი | boyzonenetwork.com |
Boyzone ვიკისაწყობში |
ჯგუფის ისტორია
რედაქტირებაშექმნა და წარმატების ძიება
რედაქტირებაBoyzone ჩამოყალიბდა 1993 წელს, ლუის უოლშის მიერ, პრესაში გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ. ეს იყო "ირლანდიური Take That"-ის შექმნის მცდელობა. 300 ვოკალისტს შორის შერჩეული იქნა ექვსი. მათ შორის იყვნენ მარკ უოლტონი, რიჩარდ როკი და სხვები. პირველი გამოსვლის შემდეგ ეს შემადგენლობა დაიშალა და შეიცვალა სხვა ვოკალისტებით, სადაც ასევე შედიოდა რონან კიტინგი. 1993-1994 წლებში ჯგუფში გამოდიოდა პაბებსა და კლუბებში, სანამ 1994 წელს ისინი არ შეამჩნია ლეიბლმა Polygram. ამ ლეიბლზე გამოიცა პირველი სინგლი "Working My Way Back to You", ჯგუფის Four Seasons ჰიტის ახალი ვერსია. შემდეგი სინგლი, Love Me for a Reason, რომელიც ჯგუფის "ოსმონდები" თავის დროზე ასევე პოპულარული სიმღერის ვერსიას წარმოადგენდა დიდ გარღვევად იქცა და მოუტანა კოლექტივს ნამდვილი წარმატება. ამან ხუთეული დაარწმუნა ალბომის გამოცემის შესაძლებლობაში. პირველი ალბომი, სახელწოდებით "Said and Done" გამოვიდა 1995 წელს.
A Different Beat
რედაქტირებაჯგუფის მეორე ალბომი A Different Beat გამოვიდა 1996 წელს. მასში ასევე იქნა შეტანილი რამდენიმე ცნობილი სიმღერის საკუთარი ვერსიები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბი ჯისის "Words".
Where We Belong
რედაქტირებამესამე ალბომი, Where We Belong გამოიცა 1998 წელს და ორიენტირებული იყო ჯგუფის ხუთივე წევრის სიმღერების წერის ნიჭზე. სინგლები "All That I Need", "Baby Can I Hold You" და "No Matter What" დიდი წარმატებით სარგებლობდნენ.
ჰიტების კომპილაცია
რედაქტირება1999 წელს გამოიცა ჯგუფის ჰიტების კომპილაცია By Request, რომელსაც მოჰყვა წარმატებული საკონცერტო ტურნე. ამ პერიოდში ჯგუფის წევრმა სტივენ გეიტლიმ აღიარა, რომ იგი ჰომოსექსუალური ორიენტაციის იყო და უყვარდა სხვა ბოიბენდის, Caught in the Act ყოფილი წევრი ელოი დე იონგი. ამ პერიოდში ასევე გამოვიდა რონან კიტინგის პირველი და წარმატებული სოლო სინგლი "When You Say Nothing at All, რომელიც ელისონ კრაუსის სიმღერის ახალი ვერსია იყო. იგი შეტანილი იქნა ფილმში Notting Hill. ამ დროისთვის ჯგუფში ბევრი უთანხმოება იყო და ყველამ გადაწყვიტა დასვენება და სოლო პროექტებით დაკავება.
უკანასკნელი გამოსვლა
რედაქტირება2000 წელს ჯგუფი უკანასკნელად გამოვიდა ერთად. იმ მომენტისათვის გაყიდული იქნა მათი დისკების 10 მილიონი ასლი. მათ მიერ გამოცემული 16-ივე სინგლი სხვადასხვა დროს მოხვედრილი იყო ბრიტანეთის სინგლების საუკეთესო ხუთეულში და Boyzone იქცა პირველ ირლანდიურ ჯგუფად, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს ჩარტებში ჰქონდა ოთხი #1 ჰიტი.
2000-იანები
რედაქტირებარონან კიტინგი იქცა ჯგუფის Westlife პროდიუსერად. მან აგრეთვე გამოსცა საკუთარი ხუთი ალბომი. სტივენ გეიტლიმ ასევე გამოუშვა სოლო ალბომი, ამჟამად მონაწილეობს სხვადასხვა მიუზიკლებში და წარმატებული მსახიობია. მაიკი გრეჰემს ასევე ჰქონდა წარმატებული სოლო პროექტები. კიტ დაფიმ მიიღო მონაწილეობა ტელესერიალში და რამდენიმე თეატრალურ დადგმაში. შეინ ლინჩი გამოჩნდა სხვადასხვა რეალურ შოუებში. 2000 წელს ლინჩმა და დაფიმ ასევე ჩაწერეს მინი ვანილის ჰიტის „Girl You Know It's True“, სადაც ისინი ბოიბენდებს დასცინოდნენ.
გაერთიანება
რედაქტირებადაშლიდან შვიდი წლის შემდეგ კოლექტივმა გადაწყვიტა გაერთიანება. 2007 წელს ეს დადასტურდა. 2007 წელი ჯგუფმა გაატარა რეპეტიციებში, ხოლო წლის ბოლოს გამოვიდა რამდენიმე ტელეგადაცემაში.
2008 წელს გაიმართა ჯგუფის საკონცერტო ტურნე.
„Love You Anyway“
რედაქტირება2008 წლის 3 სექტემბერს გამოვიდა Boyzone-ის მუსიკალური ვიდეო 'Love You Anyway', რომელშიც ვოკალურ პარტიებს ასრულებს ჯგუფის ხუთივე წევრი. 2008 წლის 6 ოქტომბერს ამავე სახელწოდების სინგლი მოხვდა ბრიტანული ჩარტების #5 ადგილზე.
სტივენ გეიტლის გარდაცვალება
რედაქტირება2009 წლის 10 ოქტომბერს 33 წლის ასაკში გარდაიცვალა სტივენ გეიტლი. იგი იმყოფებოდა მაიორკაზე თავის მეგობარ ენდრი კაულსთან.
დისკოგრაფია
რედაქტირებასტუდიური ალბომები
რედაქტირება- Said and Done (1994)
- A Different Beat (1996)
- Where We Belong (1998)
- Brother (2010)
- BZ20 (2013)
- Dublin to Detroit (2014)
- Thank You & Goodnight (2018)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Boyzone დაარქივებული 1999-10-10 საიტზე Wayback Machine. - ოფიციალური საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Hope, Hannah. Boyzone celebrate 20 years at the top - and pledge to make it 50 like the Rolling Stones. Daily Mirror (29 November 2013). ციტირების თარიღი: 1 January 2015.
- ↑ http://www.virginmedia.com/music/pictures/profiles/boyzone-v-take-that.php?ssid=3