კოლეტ ხური ( არაბ. كوليت خوري დ. 1937, დამასკო, სირია) — სირიელი პოეტი და მწერალი, გამოჩენილი სირიელი პოლიტიკოსის ფარის ალ-ხურის შვილიშვილი.[1]

კოლეტ ხური
არაბ. كوليت خوري
დაბადების თარიღი 1937
დაბადების ადგილი დამასკო, სირია
საქმიანობა რომანისტი, მწერალი, პოეტი, პოლიტიკოსი და პროზაიკოსი
მოქალაქეობა  სირია
ალმა-მატერი დამასკოს უნივერსიტეტი
ჟანრი პოეზია
მეუღლე როდრიგო დე ზაიასი
შვილ(ებ)ი 1
ნათესავ(ებ)ი Faris al-Khoury

ბიოგრაფია

რედაქტირება

კოლეტ ხური დაიბადა დამასკოში, ძველ ქრისტიანულ ოჯახში. მისი მამა სუჰეილ ალ-ხური იყო პოლიტიკოსი, ხოლო ბიძა, ჰაბიბ კაჰალე —ჟურნალისტი. დაამთავრა დამასკოს უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ფრანგული ლიტერატურის სპეციალობით და ასევე ბეირუთის ლიტერატურული სკოლა. 1960-იანი წლების დასაწყისში კოლეტი მუშაობდა ბიძის ყოველკვირეულ პოლიტიკურ ჟურნალში, ალ-მუდიქ ალ-მუბკიში და ასევე ასწავლიდა ლიტერატურას დამასკოს უნივერსიტეტში. 1963 წელს ბაასის პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კოლეტი, ისევე როგორც ძველი არისტოკრატიის სხვა წარმომადგენლები, არჩევანის წინაშე დადგა: ან ემიგრაციაში წასულიყო ან სირიაში დარჩენილიყო. კოლეტმა აირჩია ეს უკანასკნელი. 1965 წელს ჰაბიბ კაჰალეს გარდაცვალების შემდეგ კოლეტი თავის ბიძაშვილთ სამირ კაჰალესთან ერთად იყო ჟურნალის ხელმძღვანელი 1966 წელს მის დახურვამდე. [2][3][4]

შემოქმედება

რედაქტირება

კოლეტ ხურიმ თავისი პირველი ნამუშევრები 1957 წელს გამოაქვეყნა — ლექსების კრებული ფრანგულ ენაზე, სახელწოდებით „ოცი წელი“. ორი წლის შემდეგ გამოვიდა მისი ყველაზე ცნობილი რომანი, დღეები მასთან ერთად, რომელმაც ავტორს გარკვეულწილად სკანდალური პოპულარობა მოუტანა. რომანის მთავარი გმირი დამასკოელი გოგონაა, რომელიც ოცნებების ასასრულებლად უარყოფს არსებულ სოციალურ ნორმებს. მთავარი გმირის ისტორია ნაწილობრივ ეფუძნება კოლეტ ხურის ცნობილ სირიელ პოეტ ნიზარ ქაბანთან სასიყვარულო ურთიერთობის შედეგად გამოწვეულ პირად განცდებს.[5][6]

ხურის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია არაბულ-ისრაელის კონფლიქტის თემას. მისი ორი რომანი ( მოწვევა კუნეიტრაში და დამასკო - ჩემი დიდი სახლი) დაიწერა 1967 წელს სირიის წაგებული ომისა და შემდგომ გოლანის მაღლობების ოკუპაციის შთაბეჭდილების ქვეშ. კიდევ ერთი რომანი, ნათელი დღეები, ავტორმა მიუძღვნა იომ-ქიფურის ომს . ხსენებული რომანი შევიდა სირიის სკოლების მე-11 კლასების კითხვის სავალდებულო პროგრამაში. 1989 წელს ხურიმ გამოაქვეყნა ბაბუის, ფარის ალ-ხურის დღიურების პირველი ნაწილი. თავის ნაშრომში კოლეტ ხური ქადაგებს რეალისტურ მიდგომას. [7][8][9]

პოლიტიკური საქმიანობა

რედაქტირება

1990 წლიდან 1995 წლამდე კოლეტ ხური დამასკოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი იყო. 2006 წელს კოლეტ ხური დაინიშნა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მრჩეველად ლიტარატურის დარგში.[3]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ხური ორჯერ გაჰყვა ცოლად და დასცილდა ესპანელ მუსიკოს როდრიგო დე ზაიასს,  რომელიც ამერიკელი დიპლომატის ფრენსის ბარტონ ჰარისონის შვილიშვილი და მექსიკელი მხატვრის მარიუს დე ზაიასის ვაჟი იყო. ხურისა და ზაიასს შეეძინათ ერთი ქალიშვილი, მერსედეს ნარა დე ზაიას ი ხური. ახალგაზრდობაში ხურის ურთიერთობამ სირიელ პოეტ ნიზარ ქაბანთან გახდა მისი ცნობილი რომანის დღეები მასთან ერთად (1961) შთაგონების წყარო.

  1. "Kulit Khuri". Library of Congress. Retrieved 6 October 2014.
  2. Sami Moubayed, Steel and Silk: Men and Women Who Shaped Syria (1900—2000), p. 549
  3. 3.0 3.1 "Syrian Writer Named Literary Adviser to President". Middle East Online Web. Archived from the original on 23 March 2016. Retrieved 6 October 2014.
  4. Aghacy, Samira (2011). Masculine Identity in the Fiction of the Arab East Since 1967. Syracuse, NY: Syracuse University Press.
  5. Cooke, Miriam (2007). Dissident Syria. Duke University Press. pp. 42–47.
  6. Casey, James (2012). Syria: 1920 to Present: Middle East. Thousand Oaks, CA: SAGE Publications.
  7. Сирийская литература в Краткой литературной энциклопедии. ციტირების თარიღი: 2012-01-08
  8. Crosshatching in Global Culture: A Dictionary of Modern Arab Writers: An Updated English Version of R.B. Campbell's Contemporary Arab Writers, Volume 101, Part 2, page 661
  9. Radwa Ashour; Ferial J. Ghazoul; Hasna Reda-Mekdashi, eds. (2008). Arab women writers a critical reference guide, 1873-1999. Translated by Mandy McClure. Cairo, Egypt: American University in Cairo Press. p. 68. ISBN 9789774162671.