კოლენქიმა

მცენარის ქსოვილი

კოლენქიმა (ბერძ. κολλα — წებო და έγχυμα, სიტყვასიტყვით — ჩამოსხმული, აქ — ქსოვილი) — მცენარის ერთ-ერთი პირველადი ცოცხალი მექანიკური ქსოვილი. მისი პარენქიმული ან წაგრძელებული უჯრედების გარსი არათანაბრად არის გასქელებული. განასხვავებენ კუთხურ, ფირფიტოვან და ფაშარ კოლენქიმას. გვხვდება ორლებნიან მცენარეთა ნორჩი ღეროების პირველად ქერქში. კოლენქიმის უჯრედების კედლები ძირითადად ცელულოზისაგან ან ცელულოზისა და პექტინისაგან შედგება.[1]

კოლენქიმის უჯრედები განივ კვეთზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. კოლენქიმა // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 578.