მექანიკური ქსოვილი

მექანიკური ქსოვილი — ქსოვილის ნაირსახეობა მცენარეულ ორგანიზმებში, რომელიც მცენარეთა სიმტკიცეს უზრუნველყოფს. შედგება სქელკედლიანი უჯრედებისგან, რომლებსაც ხშირად გახევებული გარსი აქვთ.[1] ეს უჯრედები წარმოქმნის კარკასს, რომელსაც მცენარეთა ორგანოები ეყრდნობა. ამ ფუნქციის შესაბამისად, მექანიკური ქსოვილის უჯრედები კედლები ძლიერ გასქელებული და გახევებულია. განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა ეს ქსოვილი ღეროში. ამის გამო მცენარე უძლებს ძლიერ ქარსა და წვიმას, ნაყოფის სიმძიმეს. ეს ქსოვილი ბევრია მსხლისა და კომშის წვნიან და თხილსა და კაკლის მშრალ ნაყოფში [წყარო არ არის მითითებული 527 დღე]

მექანიკური ქსოვილის ძირითადი სახეობებია კოლენქიმა და სკლერენქიმა.[1]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Механические ткани // Советский энциклопедический словарь / гл. ред. А. М. Прохоров. — 4-ое изд. — М.: «Советская энциклопедия», 1989. — стр. 810, 1632 c. ISBN 5-85270-001-0.