კოლბი მარი კაილატი (ინგლ. Colbie Marie Caillat; დ. 28 მაისი, 1985, მალიბუ, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. მან პოპულარობა მოიპოვა სოციალური ქსელის, Myspace-ის, საშუალებით.

კოლბი კაილატი
ინგლ. Colbie Caillat

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კოლბი მარი კაილატი
დაბ. თარიღი 28 მაისი, 1985 (1985-05-28) (38 წლის)
დაბ. ადგილი Malibu[1] [2]
წარმოშობა მალიბუ, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი Pop, folk-pop, pop rock
აქტიური 2004 - დღემდე
საიტი colbiecaillat.com
კოლბი კაილატი ვიკისაწყობში

Universal Republic Records-თან ხელმოწერის შემდეგ, მან გამოუშვა თავისი სადებიუტო ალბომი, Coco, 2007 წლის ივლისში. ალბომში შედის სინგლები - „Bubbly" და „Realize". ალბომის გამოსვლიდან დღემდე მისი 2,060,000 ეგზემპლარია გაყიდული აშშ-ში და მას მიღებული აქვს ორმაგი პლატინის სერტიფიკატი.

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

კოლბი მარი კაილატი დაიბადა მალიბუში, კალიფორნია და გაიზარდა ნიუბერ პარკში, კალიფორნია.[3] მისი მამა, კენ კაილატი, იყო Fleetwood Mac-ის ალბომების: Rumors (1977), Tusk (1979) და Mirage (1982) თანაპროდიუსერი. როდესაც მუსიკოსი ჩვილი იყო, მშობლებმა მას მეტსახელად „კოკო" დაარქვეს. სწორედ აქედან აიღო მუსიკოსმა თავისი სადებიუტო ალბომის სახელის ინსპირაცია.[4]

კაილატი ბავშვობაში ფორტეპიანოს გაკვეთილებზე დადიოდა. მან 11 წლის ასაკში გააცნობიერა, რომ სურდა მომღერალი გამხდარიყო და დაიწყო ვოკალის გაკვეთილებზე სიარული. ის სცენაზე პირველად მეექვსე კლასში გამოვიდა.

კარიერა რედაქტირება

კაილატის სადებიუტო ალბომი, Coco, გამოვიდა 2007 წლის 10 ივლისს ავსტრალიასა და აზიაში, ხოლო ერთი კვირის შემდეგ ჩრდილოეთ ამერიკაში. მისი დელუქს გამოცემა გამოვიდა 2008 წლის 3 სექტემბერს იაპონიაში, ხოლო 2008 წლის 11 ნოემბერს მთელ მსოფლიოში. ალბომის გამოსვლიდან დღემდე მისი 2,060,000 ეგზემპლარია გაყიდული აშშ-ში და მას მიღებული აქვს ორმაგი პლატინის სერტიფიკატი.[5] ალბომის პირველი სინგლი, „Bubbly", გავიდა მეხუთე ადგილზე აშშ-ის ბილბორდის ცხელ ასეულში, ხოლო პოპ სიმღერების ჩარტში მეორე ადგილზე. ის ასევე ლიდერობდა Hot Adult Contemporary Tracks-ისა და Hot Adult Top 40 Tracks-ის ჩარტებში.[6] 2007 წლის 13 დეკემბერს სინგლმა პლატინის სერტიფიკატი მიიღო ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ, აშშ-ში 2,6 მილიონზე მეტი ციფრული ასლის გაყიდვისთვის.[7] 20 ნოემბერს მან გამოუშვა საშობაო სიმღერა „Mistletoe", რომელმაც დაიკავა 75-ე ადგილი ბილბორდის ცხელ ასეულში. კომპოზიცია იყო ყველაზე გაყიდვადი ციფრული სადღესასწაულო სიმღერა 2007 წელს.[8] მუსიკოსი ასევე გამოჩნდა ფილმში Baby Mama.[9] მუსიკოსის სადებიუტო ალბომის მეორე სინგლი, „Realize", გამოვიდა 2008 წლის 23 იანვარს და დაიკავა მეოცე ადგილი ბილბორდის ცხელ ასეულში, რითაც გახდა მუსიკოსის მეორე ტოპ 20 ჰიტი შეერთებულ შტატებში.[10]

2008 წელს მან ჩაწერა დუეტი ჯეისონ მრაზთან ერთად სახელწოდებით „Lucky", რომელმაც გრემის ჯილდო მოიპოვა. 2009 წლის აგვისტოში მუსიკოსმა გამოუშვა თავის რიგით მეორე სტუდიური ალბომი Breakthrough. ის გახდა მისი პირველი ალბომი, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა ბილბორდ 200-ში. მას RIAA-ის ოქროს სერტიფიკატი აქვს მოპოვებული. Breakthrough იყო ნომინირებული საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომის კატეგორიაში 2010 წლის გრემის დაჯილდოებაზე. ამასთანავე 2010 წლის გრემის დაჯილდოებაზე წლის ალბომის ჯილდო მოიპოვა ტეილორ სვიფტის მეორე სტუდიურმა ალბომმა, Fearless, რომელშიც შემავალი რამდენიმე სიმღერა კაილატის დაწერილია. 2011 წლის ივლისში მუსიკოსმა გამოუშვა თავისი მესამე სტუდიური ალბომი All of You. 2012 წლის ოქტომბერში მან გამოუშვა თავისი პირველი საშობაო ალბომი, Christmas in the Sand. 2018 წლიდან 2020 წლამდე ის იყო ქანთრი მუსიკალური ჯგუფის Gone West-ის წევრი.

მუსიკოსს გაყიდული აქვს ექვს მილიონზე მეტი ალბომი მსოფლიოში და 10 მილიონზე მეტი სინგლი. 2009 წელს ჟურნალმა ბილბორდმა იგი 2000-იანი წლების 94-ე ყველაზე გაყიდვად შემსრულებლად დაასახელა.[11][12]

2021 წელს კაილატმა გამოუშვა კოლაბორაციული ნამუშევარი, „Breathe", ტეილორ სვიფტთან ერთად,[13] რომელიც გახლავთ 2008 წლის ამავე სახელწოდების კომპოზიციის ხელახალი ჩანაწერი. კომპოზიცია გამოვიდა 2021 წლის 9 აპრილს და გამოჩნდა ბილბორდის რამდენიმე ჩარტში.[14]

2021 წლის 28 ივლისს კაილატმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას Creative Artists Agency-სთან.[15] 2021 წლის სექტემბერში კაილატმა გამოუშვა სიმღერის ქავერი, „White Christmas". 2022 წლის დასაწყისში კაილატმა დაიწყო ტურნე Coco Live 15th Anniversary, თავისი სადებიუტო ალბომის 15-ე იუბილეს აღსანიშნავად.[16] ტური გაგრძელდა მთელი ზაფხულის განმავლობაში.[17] 2022 წლის 21 ოქტომბერს კაილატმა გამოუშვა ახალი კომპოზიცია „Iris".[18]

მის ოფიციალურ ვებსაიტზე დაყრდნობით, კაილატმა ჩაწერა ახალი ალბომი ნეშვილში და აპირებს პირველი სინგლის გამოშვებას 2023 წლის პირველ კვარტალში.[19]

დისკოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Freebase Data DumpsGoogle.
  2. The Park Record, Park RecordPark City: 1880.
  3. Iwasaki, Scott. (October 11, 2016) Colbie Caillat brings 'The Malibu Sessions' to Park City. ციტირების თარიღი: October 12, 2017
  4. Mansfield, Brian. (October 7, 2007) 22 million clicks later, MySpace launches Colbie Caillat's career. USA Today. ციტირების თარიღი: January 15, 2011
  5. Caulfield, Keith (August 27, 2009). „Colbie Caillat Cruising To First No. 1 Album“. Billboard. ციტირების თარიღი: August 27, 2009.
  6. „2008 Year End Charts – Adult Contemporary Songs“. Billboard. Prometheus Global Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 7, 2012. ციტირების თარიღი: August 26, 2011.
  7. Colbie Caillat. colbiecaillat.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 16, 2010. ციტირების თარიღი: May 2, 2009
  8. Mansfield, Brian (December 13, 2007). „These artists may just cut an evergreen of a Christmas song“. USA Today. ციტირების თარიღი: May 12, 2010.
  9. „Movies: Complete Production Credits for Baby Mama“. Movies & TV Dept. The New York Times. 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 18, 2008. ციტირების თარიღი: May 12, 2010.
  10. Colbie Caillat > Charts & Awards > Billboard Singles. ციტირების თარიღი: July 3, 2009
  11. Billboard Charts – Decade-end Artists – Artists Of The Decade. ციტირების თარიღი: August 19, 2010
  12. White, Ryan. (April 26, 2012) Oregon State Fair concert lineup includes Joe Walsh, Colbie Caillat, Demi Lovato. Oregon Live. ციტირების თარიღი: November 27, 2014
  13. Colbie Caillat says Taylor Swift is an 'angel' and it was 'an instant yes' to rerecord vocals for 'Breathe'.
  14. „Taylor Swift Drops 'Breathe (Taylor's Version)' Lyric Video Featuring Colbie Caillat“. Billboard.
  15. „Colbie Caillat Signs with CAA“. Billboard.
  16. Colbie Caillat reminisces during her 15-year anniversary tour (July 8, 2022).
  17. Colbie Caillat, set to play Bethlehem, reveals pre-show secrets and shares musical collab dream team (October 10, 2022).
  18. Iris - Single by Colbie Caillat.
  19. Music Official website