კოთხუჯი
კოთხუჯი, კოთხოჯი (Acorus) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ნიუკასებრთა ოჯახისა.
კოთხუჯი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Acorus calamus | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Acorus | ||||||||||||
|
ცნობილია 2 სახეობა. Acorus calamus გავრცელებულია აზიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. იზრდება რუსეთის ევროპულ ნაწილში, ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში და ყაზახეთში.
კარგად ხარობს მდინარისა და ტბის სანაპიროებზე, ზოგჯერ შალდამებს ქმნის. გვხვდება დასავლეთ საქართველოს (სამეგრელო, გურია, აჭარა) ლაქაშიანებსა და ლელიანებში.
შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს. ფესურიდან (კოთხუჯის ფესვი) ხდიან ეთეროვან ზეთს, რომელსაც პარფიუმერიასა და საკონდიტრო წარმოებაში იყენებენ. ფესურიდან მიღებული პრეპარატები იხმარება მადის აღმძვრელ და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად. Acorus gramineus ძირითადად აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქსე, ტ. 5, გვ. 574, თბ., 1980