კოვალევსკის კანონი

კოვალევსკის კანონი (რუს. Ковалевского закон) — ევოლუციის კანონზომიერება, რომლის თანახმად, ერთსა და იმავე შეგუებით ეფექტს ორგანიზმთა ერთმა და იმავე ჯგუფმა სხვადასხვა გზით შეიძლება მიაღწიოს. ორგანიზმების ნაწილი სწრაფად, უმთავრესად რაოდენობრივი ცვლილებების გზით ვითარდება, რის შედეგადაც მიიღება ახალ პირობებთან კარგად შეგუებული, მაგრამ შემდგომი პროგრესიული გარდაქმნის უნარს მოკლებული და, ამრიგად, ამოსაწყდომად განწირული ორგანიზაცია (ინადაპტიური ტიპი); ორგანიზმის მეორე ნაწილი ნელა, მაგრამ ღრმად, პრინციპულად, გარდაიქმნება, რის შედეგადაც ყალიბდება უფრო სრულქმნილი შეგუების ტიპები (ადაპტიური ტიპი). ეს კანოზომიერება დაადგინა ვლადიმერ კოვალევსკიმ ნამარხი ჩლიქოსნების კიდურების ჩონჩხის რედუქციის შესწავლისას (ინადაპტიური და ადაპტიური რედუქცია), შემდეგ კი იგი გამოვლიდა სხვა ორგანიზმების ფილოგენეზშიც. აღსანიშნავია, რომ კავალევსკის კანონი მას ქართველმა პალეობიოლოგ-ევოლუციონისტმა ლეო დავითაშვილმა უწოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნათაძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 571.
  • Ковалевский В. О., Собр. научных трудов, т. 2, М., 1956;
  • Давиташвили Л. Ш., В. О. Ковалевский, М., 1946.