კოდრი
კოდრი — მაღლობი მოლდოვის ცენტრალურ ნაწილში, მდინარეების რეუტისა და პრუტის შუამდინარეთში. სიმაღლე 430 მ (მთა ბალანეშტი, მოლდოვის უმაღლესი წერტილი). გადაჭიმულია დაახლოებით 100 კმ-ზე. აგებულია მიოცენური ასაკის ზღვიური და კონტინენტური დანალექებით — თიხებით, მერგელებით, კირქვებით, ქვიშებით, ქვიშაქვებითა და მეოთხეული ლიასით. დამახასიათებელია ეროზიული რელიეფი, ზედაპირი ღრმად არის დანაწევრებული მდინარეებით, ღელეებითა და ხევებით. განვითარებულია მეწყერი, ადგილ-ადგილ — კარსტი. მაღლობი დაფარულია ტყით, სადაც ჭარბობს მუხა, წიფელი, რცხილა და სხვა. სულ 1000 მ-მდე სახეობის მცენარე გვხვდება. კოდრის მთისძირშია მდელო და ვენახი.
კოდრი | |
---|---|
კოორდინატები: 47°06′ ჩ. გ. 28°30′ ა. გ. / 47.100° ჩ. გ. 28.500° ა. გ. | |
ქვეყანა | მოლდოვა |
უმაღლესი წერტილი | ბალანეშტი |
სიმაღლე | 430 მ |
სიგრძე | 100 კმ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კოდრი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)