ბალანეშტი
ბალანეშტი (რუმ. Dealul Bălănești) — მთა მოლდოვაში, კოდრის მაღლობზე. ქვეყნის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 430 მ (ზოგიერთი ცნობით 429 მ). ფართობი დაახლოებით 1,2 კმ². დედაქალაქ კიშინიოვიდან დასავლეთით გაწოლილია 60 კმ-ში. ფერდობები ტყითაა შემოსილი და გამოიყენება რეკრეაციული მიზნებისთვის.
ბალანეშტი | |
---|---|
კოორდინატები: 47°13′02″ ჩ. გ. 28°04′59″ ა. გ. / 47.21722° ჩ. გ. 28.08306° ა. გ. | |
ქვეყანა | მოლდოვა |
სიმაღლე | 430 მ |
ქედი | კოდრი |