კოდიმარცვლეული კულტურების საწყაო XV–XIX საუკუნეებში საქართველოში. კოდის მასა სხვადასხვაა. ცნობილია 8-, 10- და 12-ლიტრიანი კოდები. „სწორ“ (კანონიკურ) კოდში 10 ლიტრა ხორბალი ან 8 ლიტრა ქერი ჩადიოდა. ლიტრის მასური ოდენობის ზრდამ განაპირობა კოდის ტევადობის ზრდაც. 10-ლიტრიანი კოდი XVI საუკუნეში იტევდა 18 კგ. XVII საუკუნეში — 25,8 კგ. XVIII საუკუნეში — 30-34 კგ. XIX საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში კოდის სიდიდე 50 კგ-მდე გაიზარდა. რაჭაში გავრცელებული იყო „ლომკაცის კოდი“, რომელიც 41 კგ იტევდა. სამხრეთ საქართველოში XIX საუკუნემდე კოდის სიდიდე 18 კგ იყო.

ლიტერატურა

რედაქტირება