კოაცაკოალკოსი
კოაცაკოალკოსი (ესპ. Río Coatzacoalcos) — მდინარე მექსიკაში, მიედინება სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით ტეუანტეპეკში. მდინარე სათავეს იღებს სიერა-მადრე-დე-ჩიაპასის ქედზე, შემდეგ მიედინება ოახაკის და ვერაკრუსის შტატების ტერიტორიაზე და ქალაქ კოაცაკოალკოსთან ერთვის კამპეჩეს ყურეს (მექსიკის ყურე).
კოაცაკოალკოსი | |
---|---|
ქვეყანა | მექსიკა |
ქალაქები | კოაცაკოალკოსი, მინატიტლანი |
სათავე | სიერა-მადრე-დე-ჩიაპასი |
სიგრძე | 282 კმ |
აუზის ფართობი | 2330 კმ² |
კოაცაკოალკოსი ვიკისაწყობში |
მდინარე სანაოსნოა შესართავიდან 210 კილომეტრი. ქალაქ მინატიტლანთან ერთვის მთავარი შენაკადი უსპანაპა.