ერიკ კლეპტონი

(გადამისამართდა გვერდიდან კლეპტონი, ერიკ)

ერიკ პატრიკ კლეპტონი (ინგლ. Eric Patrick Clapton; დ. 30 მარტი, 1945, რიპლი, სურეი, ინგლისი) — ინგლისელი გიტარისტი, მომღერალი და მუსიკოსი.

ერიკ კლეპტონი

ერიკ კლეპტონი 2017 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ერიკ პატრიკ კლეპტონი
აგრეთვე ცნობილი როგორც ნელი ხელი
დაბ. თარიღი 30 მარტი, 1945 (1945-03-30) (79 წლის)
დაბ. ადგილი Ripley[1]
წარმოშობა რიპლი, სურეი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი ბლუზი,
როკი,
მძიმე როკი
საქმიანობა მუსიკოსი,
სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა
აქტიური 1962 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Warner Bros.,
Reprise,
Polydor,
RSO,
Atco,
Apple,
Deram
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
საიტი ericclapton.com
ერიკ კლეპტონი ვიკისაწყობში

მუსიკალური კარიერა და პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ერიკ პატრიკ კლეპტონი დაიბადა 1945 წლის 30 მარტს, ინგლისში. იგი 16 წლის პატრისია მოლი კლეპტონისა და 25 წლის კანადელი სამხედრო მოსამსახურის, ედვარდ ვოლტერის უკანონო შვილია. სანამ ერიკი დაიბადებოდა, მამამისი კანადაში დაბრუნდა თავის ცოლთან, ხოლო ერიკი ბებიამ და ბაბუამ საიდუმლოდ იშვილეს და მას დიდხანს სჯეროდა, რომ ისინი იყვნენ მისი ნამდვილი მშობლები, ხოლო დედამისი — მისი და.

ერიკის დედა მალე გათხოვდა და კანადაში გადავიდა საცხოვრებლად თავის მეუღლესთან ერთად. შვილი კი ბებიასთან დატოვა ინგლისში. ოჯახური საიდუმლო კლეპტონს ბებია-დედამ მხოლოდ მაშინ გაუმხილა, როცა ბიჭს 9 წელი შეუსრულდა.

მეცამეტე დაბადების დღეზე ერიკს აკუსტიკური გიტარა აჩუქეს, მაგრამ მას ისე გაუჭირდა დაკვრის შესწავლა, რომ კინაღამ თავი დაანება. იგი საათობით ვარჯიშობდა და ცდილობდა, სწორად აეღო აკორდები, რომ მიეღო ისეთივე ჟღერადობა, როგორსაც მუსიკალური ჩანაწერებიდან ისმენდა.

მის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინეს ცნობილმა ბლუზის შემსრულებლებმა, მათ შორის იყვნენ ბიბი კინგი, ბადი გაი, მადი უოტერსი და ჯონ ლი ჰუკერი. 1963 წელს კლეპტონი გარიცხეს ხელოვნების კოლეჯიდან და იგი შეუერთდა ჯგუფ The Yardbirds-ს.

კლეპტონის გიტარები

რედაქტირება

კარიერის დასაწყისში კლეპტონი უკრავდა როგორც გიბსონის, ისე ფენდერის გიტარებზე, მაგრამ 1965 წელს ექსკლუზიურად დაიწყო გიბსონზე დაკვრა, როცა იყიდა 1960 წლის გიბსონის Les Paul standard მოდელი, რომელიც მან გამოიყენა 1966 წლის ჯონ მეიოლთან და Bluesbreakers-თან ერთად ჩაწერილ ალბომში.

იმ პერიოდში, როდესაც კლეპტონი უკრავდა Cream-ში, მას 1960 წლის Les Paul Standard მოპარეს. მიუხედავად ამისა კლეპტონმა გააგრძელა გიბსონის გიტარებზე დაკვრა Cream-შიც და Blind Faith-შიც (მოდელები: Les Paul; Firebird; ES-335).

მისი ყველაზე ცნობილი გიტარა იმ პერიოდში იყო 1964 წლის გიბსონის SG. იგი გამოირჩეოდა აღსანიშნავი გარეგნობით. 1967 წელს, Cream-ის ამერიკულ გასტროლებამდე, კლეპტონის SG, ბრუსის Fender VI და ბეიკერის დასარტყმელი საკრავი გადაღებეს თვალში მოსახვედრი დიზაინით.

1999 წელს კლეპტონმა თავისი გიტარების კოლექციის რამდენიმე ნიმუში აუქციონზე გაიტანა. ამით მან 5 მილიონი დოლარით გაზარდა მის მიერ 1997 წელს დაარსებული Crossroads Centre-ის შემოსავალი. Crossroads Centre ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის შექმნილი სარეაბილიტაციო კლინიკა. 2004 წელს კლეპტონმა ორგანიზება გაუკეთა Crossroads-ის სახელობის გიტარის ფესტივალს, სადაც თავადაც მონაწილეობს.

2004 წლის 24 ივნისს, კრისტის აუქციონზე მეორედ გაიტანეს ერიკ კლეპტონის ცნობილი გიტარები, გარდა ამისა, აქ გამოტანილი იყო კლეპტონისთვის მეგობრების მიერ ნაჩუქარი ასლები. აუქციონიდან მთლიანმა შემოსავალმა შეადგინა $7 438 624.

კლეპტონის მუსიკა ფილმებში

რედაქტირება

დისკოგრაფია

რედაქტირება
სტუდიური სოლო-ალბომები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Carnegie Hall linked open data — 2017.