კლეისტოგამია
კლეისტოგამია (ბერძ. kleistos — დახურული და ბერძ. gamos — ქორწინება) — მცენარეთა თვითდამტვერვა და თვითგანაყოფიერება დახურულ ე. წ. კლეისტოგამიურ ყვავილებში. ამგვარ ყვავილებში ცოტა მტვერი გამომუშავდება ხოლმე. სამტვრეების გახსნისას მტვერი ეყრება ბუტკოს დინგს. იშვიათად მტვერი ღივდება სამტვრეშივე, მტვრის მილი გახვრეტს სამტვრის კედელს და ბუტკოში ჩაიზრდება. ზოგჯერ ისე მცენარეებში, რომელთაც ტიპური კლეისტოგამიური ყვავილები აქვთ, შეიძლება ჯვარედინი დამტვერვაც მოხდეს (მაგ., ზოგი ია).
ქაზმოგამია, ქასმოგამია (ბერძ. chasma — ნაპრალი, ხახა და ბერძ. gamos ქორწინება) — დამტვერვა ყვავილისა, რომლის ყვავილსაფარი გაშლილია. შეგუება ჯვარედინა დამტვერვისადმი. შეადარე კლეისტოგამიას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 554.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 443.