კლაუდია გოლდინი
კლაუდია გოლდინი (ინგლ. Claudia Goldin; დ. 14 მაისი, 1946, ბრონქსი[13], ნიუ-იორკი) — ამერიკელი ეკონომისტი, ეკონომიკის ისტორიკოსი და შრომის ეკონომიკისა და გენდერული საკითხების სპეციალისტი[13]. ფილოსოფიის დოქტორი (1972), ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი და ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს სტიპენდიატი, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (2006) [14] და ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების (2015) [15] წევრი. ხშირად ასახელებენ ათ ყველაზე გავლენიანი ეკონომისტ ქალთა შორის.[13]
ბიოგრაფია
რედაქტირებამას ადრეული ასაკიდან სურდა მეცნიერი გამხდარიყო.[16] სწავლობდა ბრონქსის მეცნიერების უმაღლეს სკოლაში. 1967 წელს დაამთავრა კორნელის უნივერსიტეტი ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხით, ყველა საგანში წარჩინებით. 1969 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში ჩიკაგოს უნივერსიტეტში, ხოლო 1972 წელს — ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. მისი პედაგოგები იყვნენ ალფრედ კანი, გერი ბეკერი (1992 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი) და რობერტ ფოგელი (1993 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი).[16]
1971-1973 წლებში მედისონში ვისკონსინის უნივერსიტეტის ეკონომიკის ასისტენტ-პროფესორი. 1973-1979 წლებში იყო პრინსტონის უნივერსიტეტის ეკონომიკის ასისტენტ-პროფესორი. 1982-1983 გაფართოებული კვლევის ინსტიტუტის წევრი. 1979 წლიდან ასოცირებული, 1985-1990 წლებში კი ეკონომიკის სრული პროფესორი პენსილვანიის უნივერსიტეტში. 1990 წლიდან ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი. ამერიკის ეკონომიკური განვითარების პროგრამის დირექტორი და ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს ასოცირებული თანამშრომელი.
1990-1991 წლებში ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, 2013 წლიდან კი პრეზიდენტი. ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი (1992), 2010 წლიდან კლიომეტრიკის საზოგადოების წევრი.
1984-1988 წლებში ჟურნალ „Journal of Economic History“-ის რედაქტორი. მისი მეუღლე და თანაავტორია ეკონომიკის პროფესორი ჰარვარდის უნივერსიტეტში ლოურენს კაცი.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Women Working Longer/ ed. C.D.Goldin, L.F. Katz — Chicago IL: University of Chicago Press, 2017
- Goldin C. D., Olivetti C. Shocking Labor Supply: A Reassessment of the Role of World War II on U.S. Women’s Labor Supply, NBER Working Papers 18676, 2013
- Goldin C. D., Katz L. F. The Race between Education and Technology — Cambridge, MA: The Belknap Press of Harvard University Press, 2008
- Corruption and Reform: Lessons from America’s History/ ed. Goldin C.D., Glaeser E.L. — Chicago, IL: University of Chicago Press, 2006
- The Defining Moment: The Great Depression and the American Economy in the Twentieth Century/ ed. M.Bordo, Goldin C.D., White E. — Chicago, IL:University of Chicago Press, 1998
- The Regulated Economy: A Historical Approach to Political Economy/ ed. Goldin C.D., Libecap G. — Chicago, IL: University of Chicago Press, 1994
- Strategic Factors in Nineteenth Century American Economic History/ ed. Goldin C.D., Rockoff H. — Chicago, IL: University of Chicago Press, 1992
- Goldin C. D. Understanding the Gender Gap: An Economic History of American Women — New York: Oxford University Press, 1990
- Goldin C. D. Urban Slavery in the American South, 1820 to 1860: A Quantitative History — Chicago, IL: University of Chicago Press, 1976
- Goldin C. D. The economics of emancipation//Journal of Economic History 33(1), 1973, pp. 66-85
- Goldin C. D. The Economist as Detective // Passion and Craft: Economists at Work. / ed. Szenberg M. — Ann Arbor: University of Michigan Press, 1998. ISBN 978-0-472-09685-5 (ავტობიოგრაფია)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Freebase Data Dumps — Google.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Czech National Authority Database
- ↑ Claudia Goldin
- ↑ 4.0 4.1 https://www.econometricsociety.org/society/organization-and-governance/fellows/current
- ↑ https://www.aeaweb.org/about-aea/committees/cswep/awards/bell
- ↑ http://legacy.iza.org/en/webcontent/prize/iza_prize
- ↑ https://www.nemmers.northwestern.edu/economics.html
- ↑ https://clarivate.com/citation-laureates
- ↑ Pressrelease The Royal Swedish Academy of Sciences has decided to award the Sveriges Riksbank Prize in Economic Sciences in Memory of Alfred Nobel 2023 toClaudia GoldinHarvard University
- ↑ Claudia Goldin Facts
- ↑ https://www.bbc.co.uk/news/resources/idt-02d9060e-15dc-426c-bfe0-86a6437e5234
- ↑ 12.0 12.1 12.2 12.3 Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ 13.0 13.1 13.2 Profile of Harvard Economist Claudia Goldin – IMF Finance & Development Magazine | December 2018
- ↑ Claudia D. Goldin(ინგლისური)
- ↑ APS Member History
- ↑ 16.0 16.1 Interview with Claudia Goldin | Federal Reserve Bank of Minneapolis