კირენიის რაიონი
კირენიის რაიონი (ბერძ. Επαρχία Κερύνειας) ან გირნეს რაიონი (თურქ. Girne Bölgesi) — ერთ-ერთი რაიონი კვიპროსის ექვსი რაიონიდან და არაღიარებული ჩრდილოეთ კვიპროსის ხუთი რაიონიდან. განლაგებულია კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. რაიონებს შორის ყველაზე პატარაა. ფართობი — 640 კმ². ჩრდილოეთით და დასავლეთით ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა, სამხრეთიდან — კვიპროსის რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფით — ნიქოზიის რაიონი, ჩრდილოეთ კვიპროსის ადმინისტრაციული დაყოფით კი — გიუზელიურთისა და ლევკოშის რაიონები, აღმოსავლეთით — კვიპროსის რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფით — ფამაგუსტის რაიონი, ხოლო ჩრდილოეთ კვიპროსის ადმინისტრაციული დაყოფით კი — გაზიმაგუსის რაიონი. კირენიის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი კირენია.
კვიპროსის რაიონებიდან კირენიის რაიონი ერთადერთია, რომელსაც 1974 წლიდან მთლიანად აკონტროლებს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა. არსებობს დევნილობაში მყოფი ბერძნული ადმინისტრაცია, რომელიც ნიქოზიაშია განლაგებული.
რაიონი იყოფა სამ თემად.
2006 წლის აღწერით, რაიონის მოსახლეობა შეადგენს 62 158 მცხოვრებს, საიდანაც 26 067 კაცი ადმინისტრაციულ ცენტრში ცხოვრობს.[6] მათ უმრავლესობას ეთნიკურად თურქები შეადგენენ.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Επαρχιακές Διοικήσεις
- ↑ 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 2.13 2.14 2.15 2.16 2.17 2.18 2.19 2.20 2.21 2.22 2.23 2.24 2.25 2.26 2.27 2.28 2.29 2.30 2.31 2.32 2.33 2.34 2.35 2.36 2.37 2.38 2.39 2.40 2.41 2.42 2.43 2.44 2.45 2.46 STATISTICAL CODES OF MUNICIPALITIES/COMMUNITIES AND QUARTERS OF CYPRUS, 2015 — CYSTAT.
- ↑ 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 3.10 3.11 3.12 3.13 3.14 3.15 3.16 3.17 3.18 3.19 3.20 3.21 3.22 3.23 3.24 3.25 3.26 3.27 3.28 3.29 3.30 3.31 3.32 3.33 3.34 3.35 3.36 3.37 3.38 3.39 3.40 3.41 3.42 3.43 3.44 3.45 3.46 ΣΤΑΤΙΣΤΙΚΟΙ ΚΩΔΙΚΟΙ ΔΗΜΩΝ/ΚΟΙΝΟΤΗΤΩΝ ΚΑΙ ΕΝΟΡΙΩΝ ΤΗΣ ΚΥΠΡΟΥ, 2015 — Στατιστική Υπηρεσία της Κυπριακής Δημοκρατίας.
- ↑ Προσωπικό - Επαρχιακή Διοίκηση Αμμοχώστου
- ↑ Cyprus census 1973 — 9 — CYSTAT.
- ↑ 2006 წლის აღწერის შედეგები. ჩკთრ სახელმწიფო საგეგმო ორგანიზაცია