კინტოური
„კინტოური“, „შალახო“ — ქართული ცეკვა, რომელიც გავრცელებული იყო ძველ თბილისში XIX საუკუნის II ნახევრიდან. სახელწოდება მომდინარეობს სიტყვა კინტოდან. ცეკვას საფუძვლად დაედო ძველი ქართული გლეხური ცეკვის ილეთები. მისი მუსიკალური ზომაა 6/8, სრულდება დუდუკის და არღნის თანხლებით. კინტოურის ერთ-ერთი თეატრალიზებული დადგმა ეკუთვნის ჯანო ბაგრატიონს. კინტოურის საუკეთესო შემსრულებლებიდან აღსანიშნავია ა. თათარაძე. ეკრანმა მხოლოდ შემოგვინახა ლადო გუდიაშვილის გაკეთებული რამდენიმე ილეთი. ასევე გამორჩეულია გიორგი შავგულიძე, რომელმაც შესანიშნავი ფაქტურითა და მსახიობური გარდასახვით დაამახსოვრა თავი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002 წელი.