კიმ იო ჯონგი
გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი. გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის კიმი, ხოლო სახელი — იო ჯონგი. |
კიმ იო ჯონგი (კორ. 김여정; დ. 26 სექტემბერი, 1988, ფხენიანი, ჩრდილოეთი კორეა) — ჩრდილოკორეელი პოლიტიკური, სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. კორეის შრომის პარტიის პროპაგანდისა და აგიტაციის ცენტრალური კომიტეტის დირექტორის პირველი მოადგილე 2014 წლიდან, პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი 2017-2020 წლებში და წევრი 2020 წლის 11 აპრილიდან. ჩრდილოეთ კორეის უზენაესი ლიდერის კიმ ჩენ ინის უმცროსი და, კორეის ყოფილი უზენაესი ლიდერის კიმ ჩენ ირის შვილი და მუდმივი პრეზიდენტის კიმ ირ სენის შვილიშვილი.
კიმ იო ჯონგი | |
კორეის შრომის პარტიის პოლიტბიუროს წევრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 11 აპრილი, 2020 |
კორეის შრომის პარტიის პროპაგანდისა და აგიტაციის ცენტრალური კომიტეტის დირექტორის პირველი მოადგილე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 ნოემბერი, 2014 – დღემდე | |
დაბადებული | 26 სექტემბერი, 1988 ფხენიანი, ჩრდილოეთი კორეა |
პოლიტიკური პარტია | კორეის შრომის პარტია |
მამა | კიმ ჩენ ირი |
დედა | კო იონ ჰი |
განათლება | კიმ ირ სენის სამხედრო უნივერსიტეტი |
რელიგია | ათეიზმი |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1988 წლის 26 სექტემბერს ფხენიანში. აქვს მჭიდრო ურთიერთობა ძმასთან, კიმ ჩენ ინთან, მასთან ერთად სწავლობდა შვეიცარიაში 1996-2000 წლებში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სწავლობდა კიმ ირ სენის სამხედრო უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტზე[1].
2015 წლის იანვარში ცოლად გაჰყვა ჩხვე სონს[2], რომელიც არის ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი სახალხო კრების თავმჯდომარის, ჩხვე რიონ ჰეს მეორე შვილი[3].
2014 წელს დანიშნეს კორეის შრომის პარტიის პროპაგანდისა და აგიტაციის ცენტრალური კომიტეტის დირექტორის პირველ მოადგილედ. 2015 წლიდან იგი პრაქტიკულად დირექტორია, ხოლო დირექტორის ნომინალური თანამდებობა უკავია კიმ კი ნამს. კიმ იო ჯონგი რეგულარულად დაყვება თავის ძმას მოგზაურობებში[4]. ხელს უწყობს საკუთარი ძმის პიროვნების კულტის შექმნას. ორგანიზებას უწევს ყველა მსხვილ საზოგადოებრივ ღონისძიებას ქვეყნის მასშტაბით[5][6].
2017 წელს აშშ-მა შეიყვანა ე. წ. „შავ სიაში“ ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო[7]. 2017 წელს გახდა პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი. იგი იყო მეორე ქალი ამ თანამდებობაზე[8].
2018 წლის 9 თებერვალს იმყოფებოდა სამხრეთ კორეაში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კორეის ომის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის მმართველი დინასტიის წევრი ეწვია სამხრეთ კორეას[9]. იგი გახსნის ცერემონიალს დაესწრო სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯე ინისთან ერთად და გადასცა პირადი წერილი ძმისაგან[10]. თან ახლდა საკუთარ ძმას 2018 და 2019 წლების აშშ-ჩრდილოეთ კორეის სამიტებზე[11].
2019 წელს აირჩიეს კორეის უმაღლესი სახალხო კრების წევრად.
2020 წლის 21 აპრილს CNN-მა და Daily NK-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის ლიდერის გაუარესებული ჯანმრთელობის შესახებ. 22 აპრილს იაპონურმა გაზეთმა Asahi-მა ივარაუდა, რომ უზენაესი ლიდერის ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე, შესაძლებელია სახელმწიფოს კიმ იო ჯონგი ჩაუდგეს სათავეში[12].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Kim Yo Jong
- ↑ Kim Jong Un’s Little Sister Married Son of Top Regime Official, Report Says
- ↑ NK leader’s sister weds son of Choe Ryong-hae: sources
- ↑ N. Korea’s Kim Jong-Un executed 15 top officials: S. Korea spy agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-18. ციტირების თარიღი: 2020-04-28.
- ↑ Sister helps Kim strut his stuff as key missile test looms
- ↑ Meet Kim Yo-jong, the sister who is the brains behind Kim Jong-un’s image
- ↑ U.S. blacklists North Korean officials over rights abuses
- ↑ Kim Jong Un praises nuclear program, promotes sister
- ↑ Pence skips Olympics dinner in snub to North Korean officials
- ↑ South Korean president invited to North Korea
- ↑ Kim Jong Un meets PM Lee ahead of Trump-Kim summit. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-10. ციტირების თარიღი: 2020-04-28.
- ↑ СМИ: сестра Ким Чен Ына выдвинулась на роль «человека номер два» в КНДР