კილიკი
კილიკი ― ძველი ბერძნული ქუსლიანი საღვინე თასი, რომელსაც ჰორიზონტალურად მიმაგრებული ორი ყური აქვს. ამზადებდნენ თიხის ან ლითონისგან. თიხის კილიკები ხშირად მოხატული იყო. ცნობილია ძვ. წ. VI საუკუნის კორინთული, ძვ. წ. VI-IV საუკუნეების ატიკური შავფიგურიანი და წითელფიგურიანი, აგრეთვე შავლაკიანი კილიკები.
კილიკები საქართველოშირედაქტირება
საქართველოს ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ძველი ბერძნული კილიკები შეჰქონდათ. ისინი აღმოჩენილია ვანში, ითხვისში, დაბლაგომში, ფიჭვნარში, დიმნას ციხეში და სხვა. ვანის მდიდრულ სამარხებში აღმოჩენილია ძვ. წ. V-IV საუკუნეების ვერცხლის კიილიკები.
ლიტერატურარედაქტირება
- გაგოშიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 515.