კილვა-კისივანი
კილვა-კისივანი — შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ნანგრევები ტანზანიაში კუნძულ კილვაზე. 1981 წელს იუნესკომ აღიარა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად.
კილვა-კისივანი და სონგო-მნარა* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ქვეყანა | ტანზანია | |
ტიპი | კულტურული | |
კრიტერიუმები | iii | |
სია | [1] | |
რეგიონი** | აფრიკა | |
კოორდინატები | 8°57′28″ ს. გ. 39°31′22″ ა. გ. / 8.95778° ს. გ. 39.52278° ა. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 1981 (მე-5 სესია) | |
ნომერი | 144 | |
საფრთხის ქვეშ | 2004-2014 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 144 ინგლ. • რუს. • ფრ. |
XI საუკუნეში შეიძინა სპარსელმა ვაჭარმა ალი ბინ ალ-ჰასანმა, რომელიც შემდეგ გახდა კილვის სასულთნოს დამაარსებელი. შემდგომი საუკუნეების განმავლობაში კილვა გახდა აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროს უმსხვილესი სავაჭრო ქალაქი, ხოლო XII საუკუნიდან სანაპიროს ყველაზე მსხვილი და ძლიერი ქალაქის სახელსაც იმკვიდრებს.
XV საუკუნეში სასულთნომ მიაღწია თავისი დიდების მწვერვალს. დაიპყრო ქალაქ-სახელმწიფოები მალინდი, მომბასა, პემბა, მაფია, ზანზიბარი, კომორი, ასევე მოზამბიკი და სოფალა, ვაჭრობდა მადაგასკართან.
არაბმა მოგზაურმა და ვაჭარმა იბნ ბატუტამ დაგვიტოვა ცნობები 1330 წელს თავისი ვიზიტის შესახებ კილვაში.[1] ამავე პერიოდით თარიღდება ჰუსუნი კუბვას სასახლის და კილვის დიდი მეჩეთის აშენების დასრულება.
1502 წელს კუნძულს ეწვივნენ ვასკო და გამას კარაველები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Dunn, Ross E. (2005), The Adventures of Ibn Battuta, University of California Press, ISBN 0-520-24385-4. First published in 1986, ISBN 0-520-05771-6.