კილარნის ეროვნული პარკი

კილარნის ეროვნული პარკი — მდებარეობს ირლანდიის სამხრეთ-დასავლეთით, კერის საგრაფოში, კილარნის ტბების სანაპიროზე, ძველად[1] იყო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების კანდიდატი. ფლობს, დაახლოებით, 10 ათას ჰექტარ ფართობს, რომელიც მოცულია მთებით, ტყეებით, ჭაობებითა და ბაღებით. პარკი დაარსდა 1932 წელს.

კილარნის ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა კერი
ქვეყანა ირლანდია
კოორდინატები 51°59′36″ ჩ. გ. 9°33′26″ დ. გ. / 51.99333° ჩ. გ. 9.55722° დ. გ. / 51.99333; -9.55722
ფართობი 100 კმ2
დაარსდა 1932 წელი
მმართველი ორგანო ეროვნული პარკებისა და ველური ბუნების სამსახური (ინგლ. he National Parks and Wildlife Service)

პარკის ფაუნა: მაჩვი, ციყვი, კვერნა, კეთილშობილი ირემი, ტყის თაგვი; ფრინველებიდან: შაშვი, ჭინჭრაქა, თეთრშუბლა ბატი, შავარდენი და სხვა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. GORDON DEEGAN. (June 8, 2010) Killarney park and Clara Bog fail to make Unesco shortlist. The Irish Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-04. ციტირების თარიღი: 2011-03-11.