კვიპროსის დროშა
კვიპროსის დროშა (ბერძნ. Σημαία της Κύπρου; თურქ. Kıbrıs bayrağı) — კვიპროსის სახელმწიფო სიმბოლო გერბსა და ჰიმნთან ერთად. გამოიყენება 1960 წლის 16 აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც კვიპროსი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. დროშის ავტორია კვიპროსელი თურქი ისმეთ გუნეი.
კვიპროსის დროშა | |
---|---|
კვიპროსი | |
მიღებულია |
1960 წლის 16 აგვისტო (თავდაპირველი ვარიანტი) 1960 წლის 20 აგვისტო (რედაქტირებული ვარიანტი) |
პროპორცია | 3:5 |
კომპიუტერული დიზაინი |
თეთრ მართკუთხა ქსოვილზე გამოსახულია კვიპროსის ნარინჯისფერი გამოსახულება, მის ქვეშ კი ზეთისხილის ორი მწვანე რტოა. |
წინა დროშები | |
1960 წლის 6 აპრილიდან 1960 წლის 16 აგვისტომდე |
დროშაზე გამოსახულია კუნძულის სპილენძისფერი (კვიპროსში არსებული სპილენძის საბადოების აღსანიშნავად. სავარაუდოდ, სწორედ სპილენძის ლათინური სახელწოდებიდან მომდინარეობს კუნძულის სახელი) რუკა თეთრ (მშვიდობის სიმბოლო) ფონზე, მის ქვეშ კი ზეთისხილის ორი რტო (ასევე მშვიდობის სიმბოლო). სავარაუდოდ, ზეთისხილის რტოები აღნიშნავს მშვიდობას ბერძნებსა და თურქებს შორის.
დროშის ნეიტრალური და მშვიდობიანი ფერები და სიმბოლოები შეგნებულადაა არჩეული და ეს დაპირისპირებულ კვიპროსელ ბერძნებსა და თურქებს შორის ჰარმონიული ურთიერთობის დამყარების სურვილს გამოხატავს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კვიპროსის დროშები
- Cyprus Flag and Emblem დაარქივებული 2012-05-29 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links - კვიპროსის მთავრობის ვებ პორტალი.
- კვიპროსის დროშა