კვიპროსის გერბი (ბერძნ. Εθνόσημο της Κύπρου) — კვიპროსის სახელმწიფო სიმბოლო დროშასა და ჰიმნთან ერთად. გერბი მიიღეს 1960 წელს მას შემდეგ, რაც კვიპროსი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. გერბი წარმოადგენს ზეთისხილის მწვანე რტოებით გარშემორტყმულ სპილენძისფერ ფარს, რომელზეც გამოსახულია თეთრი მტრედი ზეთისხილის თეთრივე რტოთი ნისკარტში. მტრედის ქვევით არის წარწერა — 1960, რაც კვიპროსის მიერ დიდი ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების თარიღს წარმოადგენს. ფარის ფერი აღნიშნავს კვიპროსის სპილენძის საბადოებს, საიდანაც, ერთ-ერთი ვერსიით, თვით ქვეყნის სახელიც წარმოსდგება.[1]

კვიპროსის გერბი
დეტალები
მატარებელი კვიპროსის რესპუბლიკა
დამტკიცდა 1960

ბრიტანეთის კოლონიად ყოფნის პერიოდში ოფიციალურ სიმბოლოდ გამოიყენებოდა გაერთიანებული სამეფოს გერბზე დაფუძნებული ემბლემა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. cyprus2.wikispaces.com/Etymology. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-17. ციტირების თარიღი: 2014-11-02.