კვარცხანის ციხე
კვარცხანის ციხე — ციხესიმაგრე ისტორიული კლარჯეთის ჩრდილოეთ პროვინციის ლიგანისხევის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე შეფენილ მაღალ მთებს შორის. კვარცხანის ციხე ლიგანის ქვეყნის ციხეებს შორის გამორჩეულია სტრატეგიული მდებარეობით, დანიშნულებით და მასშტაბით.
შესწავლის ისტორია
რედაქტირებაკვარცხაის ციხის შესახებ წყაროების სიმცირის მიუხედავად, მისი მდებარეობიდან გამომდინარე, ციხე საკმაოდ ხშირად ექცეოდა მოგზაურთა თუ მეცნიერათა ხედვის არეში. დევი ბერძენიშვილი V ექსპედიციის დღიურში კვარცხანის ციხის შესახებ წერდა:
„შემორჩენილი კედლებისა და კოშკების წყობა „უჯარმულია“, საშუალო ზომის კლდის ლოდები, რეგულარული მწკრივებით. კოშკები ზოგი მრგვალია ზოგი კუთხოვანი, ქვედა ციხეში ეკლესიის ნანგრევია: დასავლეთი ნაწილის თაღოვანი გადახურვა ზევიდან ორფერდა გადახურვის ნაკვალევით. ეს ციხე შესაძლოა IX-X საუკუნეების იყოს, აშოტ კურაპალატის დროისა, ის ტურისტულ რუკაზე ჩანს.“
|
ეთერ ბერიძე კვარცხანის ციხის შესახებ აღნიშნავს:
მდებარეობა
რედაქტირებაკვარცხანის ციხეს აქვს სტრატეგიული მდებარეობა. ის გადაჰყურებს მდინარე ჭოროხს, მის შენაკად ხატილასწყალს, ხატილას ხეობას და მთლიანად ლიგანის ხევს. ამასთან ციხე უყურებს შავშეთიდან და მთიანი აჭარიდან გადმომავალ გზებს. სავარაუდოდ ის განსაკუთრებით წამყვანი ციხე იქნებოდა ფეოდალური ომების პერიოდში. კვარცხანის ციხე სპილენძ-ბრინჯაოს მეტალურგიის ერთი უძველესი კერა იყო ჭოროხის აუზში, რასაც XX საუკუნის დასაწყისშიც კი ჰქონდა გამოყენება.
სამეცნიერო თუ სამოგზაურო ლიტერატურაში ციხის სახელწოდებად ხშირად გვხვდება სინკოთი. რაც დაკავშირებულია კვარცხანისა და ნიგალს შორის, მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე სოფელთან.
ლიტერატურა
რედაქტირება- ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები, ტ. 2, თბ., 2020 ISBN 978-9941-9738-1-9