კეროლ მართა ბრაუნერი (ინგლ. Carol Martha Browner; დ. 16 დეკემბერი, 1955, მაიამი, ფლორიდა, აშშ) — ამერიკელი პოლიტიკოსი, გარემოს დამცველი და მეწარმე. 1993 წლიდან 2001 წლამდე პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში ეკავა გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა, ხოლო 2009 წლიდან 2011 წლამდე თეთრი სახლის ენერგეტიკისა და კლიმატური ცვლილებების სამმართველოს ხელმძღვანელია.

კეროლ ბრაუნერი
Carol Browner
კეროლ ბრაუნერი Carol Browner
თეთრი სახლის ენერგეტიკისა და კლიმატური ცვლილებების სამმართველოს დირექტორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 იანვარი, 2009 – 3 მარტი, 2011
პრეზიდენტი  ბარაკ ობამა
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს ადმინისტრატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 იანვარი, 1993 – 19 იანვარი, 2001
პრეზიდენტიბილ კლინტონი
წინამორბედიუილიამ რაილი
მემკვიდრეკრისტინა ტოდ უიტმანი

დაბადებული16 დეკემბერი, 1955
მაიამი, ფლორიდა, აშშ
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლემაიკლ პოდჰორზერი (გაშორებული),
ტომას დაუნი (2007-დან)
შვილებიზაქარი ბრაუნერი
განათლებაფლორიდის უნივერსიტეტი
პროფესიაადვოკატი

კეროლ მართა ბრაუნერი დაიბადა 1955 წლის 16 დეკემბერს ფლორიდის შტატში, სადაც მოგვიანებით დაასრულა ფლორიდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ფლორიდის წარმომადგენელთა პალატაში მუშაობის შემდეგ, ლიბერალურმა აქტივისტთა ჯგუფმა Citizen Action კეროლ ბრაუნერი მიიწვიეს ვაშინგტონში სამუშაოდ. ძალიან მალე იგი გახდა სენატორების ლოტონ ჩაილზისა და ალბერტ გორის მრჩეველი. 1991 წლიდან 1993 წლამდე ხელმძღვანელობდა ფლორიდის ეკონომიკური რეგულირების დეპარტამენტს, რომელიც მისი ხელმძღვანელობით გახდა შტატის ერთ-ერთი აქტიური სამმართველო.

1993 წლიდან 2001 წლამდე კეროლ ბრაუნერი ხელმძღვანელობს აშშ-ის გარემოს დაცვის დეპარტამენტს. ორი ვადით აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის დროს მოახდინა სტრუქტურის რეორგანიზაცია და კურირებდა ორ ახალ ეკოლოგიურ პროგრამას, რომელიც გულისხმობდა სამრეწველო საწარმოებთან მოქნილ პარტნიორობას გარემოსდაცვით საკითხებზე.

2001 წელს კეროლ ბრაუნერი, ყოფილ სახელმწიფო მდივან მადლენ ოლბრაიტთან ერთად გახდა კონსალტინგური კომპანიის Albright Stonebridge Group-ის დამფუძნებელი. გარდა ამისა იგი დირექტორთა საბჭოში რამდენიმე გარემოსდაცვით კომიტეტში მუშაობდა. ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს მიიღო მეტსახელი „კლიმატის დედოფალი“. მთელი 2010 წლის განმავლობაში, კეროლ ბრაუნერი იმყოფებოდა ფედერალურ კომისიაში Deepwater Horizon-ის ნავთობის პლატფორმაზე მომხდარი ავარიის მიზეზების გამოსაძიებლად.

ბიოგრაფია

რედაქტირება

კეროლ ბრაუნერი დაიბადა ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამში[1], იზაბელ ჰარტი-ჰიუგოსისა და მაიკლ ბრაუნერის ოჯახში. 1977 წელს ბრაუნერმა ფლორიდის უნივერსიტეტი დაამთავრა და მიიღო ხელოვნებისა და ინგლისური ენის ბაკალავრის ხარისხი. 1979 წელს დაასრულა ფლორიდის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხით[2].

1980-1981 წლებში მუშაობდა ფლორიდის წარმომადგენელთა პალატის სახელმწიფო ოპერაციების კომიტეტის მთავარ მრჩევლად. 1983 წელს გადავიდა ვაშინგტონში, სადაც მუშაობდა აქტივისტთა ჯგუფის Citizen Action-ის დირექტორის მოადგილედ (ორგანიზაცია მუშაობდა ბუნებისდაცვით საკითხებზე)[3].

1986 წლიდან 1988 წლამდე ბრაუნერს ეკავა დემოკრატი სენატორის ლოტონ ჩაილზის მთავარ საკანონმდებლო ასისტენტის თანამდებობა. 1989 წელს კი სენატის ენერგეტიკისა და ბუნების რესურსების კომიტეტის იურიდიული მრჩეველია. 1988-1991 წლებში კეროლ ბრაუნერი სენატორ ალბერტ გორის მთავარი საკანონმდებლო ასისტენტია.

1991-1993 წლებში ბრაუნერი ხელმძღვანელობდა ფლორიდის ეკოლოგიური რეგულირების დეპარტამენტს.

1992 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბრაუნერი დაინიშნა ვიცე-პრეზიდენტ ალბერტ გორის მრჩევლად. 1992 წლის 11 დეკემბერს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა გამოაცხადა კეროლ ბრაუნერის გარემოს დაცვის სააგენტოს ადმინისტრატორის ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ. ამ თანამდებობაზე ორი ვადით მუშაობდა 1993 წლიდან 2001 წლამდე.

2008 წლის 15 დეკემბერს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბრაუნერი დანიშნა ენერგეტიკისა და კლიმატური ცვლილებების საკითხში თავის მრჩევლად[4]. ოფიციალურად იგი იყო თეთრი სახლის ენერგეტიკისა და კლიმატური ცვლილებების სამმართველოს დირექტორი[5][6].

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1983 წელს კეროლ ბრაუნერმა გაიცნო მაიკლ პოდჰორზერი, ორგანიზაცია Citizen Action-ის სპეციალისტი ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში[7]. კეროლი და მაიკლი დაოჯახდნენ 1987 წელს[7]. შეეძინათ ერთი შვილი ზაქარი. 2007 წელს ბრაუნერი ცოლად გაჰყვა ტომას დაუნს, ყოფილ კონგრესმენს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Biographical Information on Carol Browner“. The New York Times. Associated Press. 2008-12-15.
  2. Wald, Matthew L. (2008-11-29). „Obama's Inner Circle, Members and Maybes: Carol M. Browner“. The New York Times.
  3. Carol M. Browner: Biography. Environmental Protection Agency Office of Media Relations (1999-02). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2001-05-03. ციტირების თარიღი: 2008-12-16.
  4. Rochelson, Dave (2008-12-16). „The energy and environment team“. Obama-Biden Transition Project. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-16.
  5. Tankersley, Jim (2009-05-20). „Auto emissions deal: behind the scenes“. Los Angeles Times.
  6. Chun, Diane (Spring 2009). „First a Gator now the leader of the president's Green Team“. Gainesville Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-08. ციტირების თარიღი: 2010-09-25.
  7. 7.0 7.1 Iorio, Mary (1993-05-21). „EPA Chief Carol Browner is 'absolutely energetic' about saving energy – even at home“. USA Weekend within Lawrence Journal-World.