ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კერი ლამ  ჩენგ იუეთ-ნგორი (ჩინ. 林 鄭月娥; კანტონური იელი: Làhm Jehng Yuht-ngòh; დ. 13 მაისი, 1957) — ჰონგ- კონგელი პოლიტიკოსი. 2012-2017 წლებში იყო ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის მთავარი მდივანი, ხოლო 2017 წლიდან ჰონგ -კონგის ადმინისტრაციის მეოთხე და ამჟამინდელი მმართველია.[1]

კერი ლამი

კერი ლამი-ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის მმართველი
დაბადების თარიღი 13 მაისი, 1957 (1957-05-13) (67 წლის)
ვანჩაი, ჰონგ-კონგი
განათლება ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი
კემბრიჯის უნივერსიტეტი
პროფესია პოლიტიკოსი
პარტია უპარტიო
რელიგია ქრისტიანი კათოლიკე
მეუღლე(ები) ლამ სიუპო
შვილ(ებ)ი 2 ვაჟი
ხელმოწერა

ბიოგრაფია და კარიერა

რედაქტირება

ჩენგ იუეთ-ნგორი (ჩრდ. ჩინურ.-ჩჟენ იუეე) დაიბადა ჰონგ-კონგის ვანჩაის რაიონში ღარიბ ოჯახში, რომელიც წარმომავლობით  აღმოსავლეთ ჩინეთის ჯეძიანის პროვინციიდან იყო. ხუთი შვილიდან მეოთხემ დაწყებითი და საშუალო განათლება მიიღო ადგილობრივ კათოლიკურ სკოლასა და წმ. ფრანცისკეს სახელობის კანოსიანის გოგონათა კოლეჯში.[2] უმაღლესი განათლება მიიღო ჰონგ კონგის უნივერსიტეტში სადაც იგი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. კერძოდ, იყო  სტუდენტთა გაცვლის ორგანიზატორი ცინღუას უნივერსიტეტთან.[3][4]

საზოგადოებრივი და სტუდენტური საქმიანობის ფარგლებში გაიცნო ჰონგ- კონგის საკანონმდებლო ორგანოს მომავალ გამოჩენილი წევრები ლი ვინტანი და სინ ჩუნკაე.

ჩენ იუთნგო პირველად ჩაირიცხა უნივერსიტეტში სოციალური მუშაობის მიმართულებით, შემდეგ გადავიდა სოციოლოგიაზე და 1980 წელს დაამთავრა ბაკალავრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებათა დარგში.[5][6]

სწავლის დასრულებისთანავე 1980 წელს კერიმ დაიწყო მუშაობა ჰონგ-კონგის მთავრობის სხვადასხვა დეპარტამენტებში.[7] 1980 წლის დასაწყისში მთავრობამ  დააფინანსა თანამსრომლის სწავლა  კემბრიჯის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი), სადაც ის შეხვდა მომავალ მეუღლეს,[8] მათემატიკოს ლამ სიუპოს. დაქორწინების შემდეგ მიიღო ორმაგი გვარი ლამ-ჩენი (ლინ-ჩჟენი), ამასთანავე ინგლისურ სახელთან ერთად მან დაიწყო მხოლოდ მეუღლის გვარის გამოყენება.[9]

1994-2000 წლებში მუშაობდა ჰონგ კონგის ფინანსთა ბიუროში, აქედან ბოლო სამი წლის განმავლობაში ეკავა ხაზინის დირექტორის მოადგილის პოსტი.

 
კერი ლამი-2018 წ.

2000 წლის ზაფხულში, ჰონგ- კონგში მაღალი უმუშევრობისა  და ბიუჯეტის დეფიციტის ფონზე, კერი ლამი დაინიშნა სოციალური კეთილდღეობის დეპარტამენტის დირექტორად. ლამმა გაამკაცრა სოციალური უზრუნველყოფის ყოვლისმომცველი პროგრამის პირობები, რომლის თანახმად პროგრამა ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ ჰონგ- კონგის იმ რეზიდენტებისათვის, რომლებიც რეგიონში მინიმუმ 7 წლის განმავლობაში ცხოვრობენ, რის გამოც ახალი ემიგრანტები ამოიღეს პოტენციური მიმღებთა სიიდან. გარდა ამისა, მან, ბიუროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო We Care Education Fund- ის სახსრების ორგანიზებასა და შეგროვებაში იმ ბავშვების სწავლებისთვის, რომლებმაც 2003 წელს მწვავე რესპირატორული სინდრომის ( „ატიპური პნევმონიის“-SARS) ეპიდემიის დროს მშობლები დაკარგეს.

 

2003 წლის ნოემბერში ლამი დაინიშნა ჰონგ კონგის მშენებლობის, დაგეგმვისა და მიწის მართვის ბიუროს დაგეგმვისა და მიწის მართვის მუდმივ მდივნად და მისი ურბანული დაგეგმარების საბჭოს თავმჯდომარედ.

2004-2006 წლებში იგი ჰონგ-კონგს წარმოადგენდა  საზღვარგარეთ თავის ყოფილ მეტროპოლიაში. იყო როგორც ჰონგ კონგის ეკონომიკური და სავაჭრო ოფისის სავაჭრო, ინდუსტრიული და ტექნოლოგიური ბიუროს აღმასრულებელი დირექტორი ლონდონში.

2006 წლის მარტში სამშობლოში დაბრუნებული ლამი დაინიშნა ჰონგ -კონგის შინაგან საქმეთა ბიუროს მუდმივ მდივნად და მონაწილეობდა 2008 წლის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ორგანიზებაში, ასევე გეგმავდა აღმოსავლეთ კოულუნის საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ცენტრად გადაკეთების პროექტს.

 
პრესკონფერენციაზე

2007 წლის 1 ივლისს ჰონგ- კონგის ადმინისტრაციის მმართველმა დონალდ ცანგმა  კერი ლამი დანიშნა განვითარების მდივნად (ჰონგ კონგის რეგიონული მთავრობის მინისტრი).

2013 წლის ოქტომბერში იგი გახდა კონსტიტუციური განვითარების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი.  ჯგუფის ხელმძღვანელები ასევე იყვნენ იუსტიციის მდივანი რიმსკი იუენი და კონსტიტუციური და მატერიკის საქმეთა მდივანი რაიმონდ თამი. რომელიც პასუხისმგებელი იყო საკონსტიტუციო რეფორმის საკითხებში  საარჩევნო მეთოდებზე  2017 წლის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურისა და 2016 წლის საკანონმდებლო საბჭოს არჩევნებზე.

მას შემდეგ, რაც ჰონგ- კონგის ფუნდამენტალური სამართლის კომიტეტის წევრმა რაო გეპინგმა აშკარად გამორიცხა 2017 წლის აღმასრულებელი ხელისუფლების ნებისმიერი კანდიდატურის ღია ნომინაციის გამოცხადება სემინარზე, ლამმა აღწერა რაოს განცხადება, როგორც ”გონგის ზარის დაყენება ბოლო ხმაზე”, რასაც მოჰყვა თავდასხმა პანდემოკრატიების მხრიდან.  შედეგად, კერი ლამმა ეფექტურად შეწყვიტა კონსულტაციები ამ საკითხზე ჯერ კიდევ მათი დაწყებამდე.

მას შემდეგ, რაც ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა (NPCSC) გასცა ბრძანება 2017 წელს  აღმასრულებელი დირექტორის არჩევის შეზღუდვის შესახებ, 2014 წლის აგვისტოში დემოკრატიის მომხრეებმა დაიწყეს მასობრივი საპროტესტო აქცია, რომელიც 79 დღეს გაგრძელდა.  საპასუხოდ, ლამმა გამოაცხადა, რომ გადაიდო საზოგადოებრივი კონსულტაციების მეორე რაუნდი პოლიტიკურ რეფორმებზე, რომლის თავდაპირველად დასრულება იგეგმებოდა წლის ბოლოს.

პროტესტის ფონზე, ლამმა ასევე გამართა მოლაპარაკებები სტუდენტურ ლიდერებთან ღია სატელევიზიო დებატებში, 21 ოქტომბერს. მოლაპარაკებების დროს, ლამმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია ოპონენტებს და განაცხადა, რომ  სტუდენტების წინადადება სცილდებოდა ძირითადი კანონისა და NPCSC– ს გადაწყვეტილებების ფარგლებს, რომელთა გაუქმება შეუძლებელი იყო.

ხმაურმა პოლიტიკურმა რეფორმების ირგვლივ გამოიწვია ის, რომ ლამმა დაკარგა მთავრობის ერთ-ერთიყველაზე პოპულარული წარმომადგენლის წოდება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა.  მისი რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. წინადადებები საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ  უარყო საკანონმდებლო საბჭომ 2015 წლის ივნისში.

2016 წლის დეკემბერში კერი ლამი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, როდესაც გაასაჯაროა პეკინთან გარიგების გეგმა ჰონკონგის მუზეუმ-სასახლის მშენებლობის, როგორც დასავლეთ კოულუნის კულტურული რაიონის თავმჯდომარის რანგში ყოველგვარი საზოგადოებრივი კონსულტაციისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამჭვირვალობის გარეშე. ის აგრეთვე გააკრიტიკეს იმის გამო, რომ არქიტექტორ როკო იიმ ცენ-კის დაავალა 4,5 მილიონი ჰონგ-კონგური დოლარის ღირებულების  ტექნიკურ-ეკონომიკური  კვლევის ჩატარება მუზეუმის კომპლექსისა და საგამოფენო ცენტრის მშენებლობისათვის რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე სახელმწიფო საბჭო დაამტკიცებდა არქიტექტორს დიზაინის კონსულტანტად.[10][11]

2017 წლის 12 იანვარს მთავარი მდივნის თანამდებობიდან გადადგომისა და მთავრობაში 36 – წლიანი კარიერის დასრულების შემდეგ, ლამმა ოფიციალურად გამოაცხადა 2017 წლის აღმასრულებელი ხელისუფლების არჩევნებში მონაწილეობის გეგმის შესახებ.

კერი ლამი ჰონგ-კონგის ლიდერად აირჩიეს 2017 წელს. 59 წლის კანდიდატს მხარი ოფიციალურმა პეკინმა დაუჭირა. კერი ლამი პირველი ქალია, რომელმაც აღნიშნული პოზიცია დაიკავა. მის მმართველობას უკავშირდება ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული კრიზისი, რაც კი დაფიქსირებულა 20 წლის განმავლობაში და რამაც ჰონგ-კონგის ეკონომიკა სერიოზულად შეარყია.[12]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Hong Kong chooses first woman head, The Hindu (26 მარტი 2017).
  2. HK Tramways grows with time. news.gov.hk. Hong Kong Special Administrative Region Government (18 July 2014). Дата обращения: 3 октября 2014. Lam stated in a speech «To those who were born and brought up in Hong Kong like me»
  3. "The tough side of nanny carrie". The Standard. 13 January 2017.
  4. Lam bares the `bad records' in her life (3 May 2016). მიმართვის თარიღი 3 მაისი 2016.
  5. "Lam bares the 'bad records' in her life". The Standard. Hong Kong. 3 May 2016. Retrieved 3 May 2016.
  6. 港下屆特首熱選林鄭月娥 形象「好打得」 (10 December 2016). მიმართვის თარიღი 10 დეკემბერი 2016. (ტრადიციული ჩინური)
  7. Tong, Elson (2 April 2017). "Carrie Lam and the Civil Service Part I: Not a typical official". Hong Kong Free Press. Retrieved 3 April 2017.
  8. Carrie Lam: I need my husband to lean on[მკვდარი ბმული] (21 ოქტომბერი 2013).
  9. Tong, Elson. Carrie Lam and the Civil Service Part I: Not a typical official (2 April 2017).
  10. "Lantau a development priority". Hong Kong Government. 10 October 2018.
  11. Former Hong Kong chief executive CY Leung cleared of any wrongdoing over HK$50 million UGL payment after four-year ICAC probe".[მკვდარი ბმული] South China Morning Post. 12 December 2018.
  12. France-Presse, Agence (26 September 2019). Hong Kong leader Carrie Lam faces public anger in 'dialogue session'". The Guardian. Archived from the original on 30 September 2019. Retrieved 1 October 2019.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კერი_ლამი“-დან