ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
კბაადის ბრძოლა
კავკასიის ომის ნაწილი

მიხეილ ნიკოლოზის ძე აცხადებს რუსეთის გამარჯვებას
თარიღი 2 ივნისი 1864
მდებარეობა კბაადა, ახლანდ. კრასნაია-პოლიანა
შედეგი რუსეთის იმპერიის გამარჯვება
მხარეები
რუსეთის იმპერია ჩერქეზეთი
მეთაურები
ძალები
250 000 20 000
დანაკარგები
ზუსტად უცნობია, მაგრამ დიდი მთელი არმია

კბაადის ბრძოლა (ადიღ. Ӏаткъуадж зауэ; აფხ. Гәбаадәы аибашьра; რუს. Кра́снополя́нская битва) — მოხდა 1864 წელს ჩერქეზების უკანასკნელ ნაშთებსა და რუსეთის იმპერიულ ძალებს შორის კავკასიის ომის დროს.[1][2][3][4][5][6][7][8] საყოველთაოდ აღიარებულია ომის ბოლო ბრძოლად, რადგან შემდგომში სხვა მნიშვნელოვანი ბრძოლა არ მომხდარა, გარდა მიმოფანტული აჯანყებებისა.[9][10][11][7][12]

ბრძოლა 1864 წელს კბაადაში გაიმართა. ჩერქეზთა არმია 20 000 კაცი იყო, შედგებოდა ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და სახალხო ლაშქრისგან, მ.შ. მხედრობისგან. რუსეთის 250 000-კაციან არმიაში იყვნენ კაზაკები, რუსი მხედრები, ქვეითები და არტილერია. რუსულმა ჯარებმა ოთხი მხრიდან წაიწიეს წინ. ჩერქეზები ცდილობდნენ ხაზის გარღვევას, მაგრამ წინა ხაზამდე მიღჭევამდე მოჰყვნენ რუსული არტილერიისა და ქვეითი ჯარის დარტყმის ქვეშ. დარჩენილი მებრძოლები მალევე დამარცხდნენ. რუსულმა არმიამ გამარჯვების აღნიშვნა დაიწყო გვამებზე, გაიმართა სამხედრო-რელიგიური აღლუმი, 100 ჩერქეზი მეომარი საჯაროდ დასაჯეს სიკვდილით.[13] შემდგომში რუსეთის არმიამ განაგრძო ჩერქეზული სოფლების დარბევა და დაწვა, ანადგურებდა მინდვრებს ხალხის დაბრუნების თავიდან ასაცილებლად, ჭრიდა ხეებს და ხალხს შავი ზღვის სანაპიროსკენ მიერეკებოდა.[12]

  1. Semen Esadze. Çerkesya'nın Ruslar Tarafından İşgali. Ankara, 1995, sf. 123-132.
  2. Çerkes Soykırımı nedir? 21 Mayıs 1864 Çerkes Sürgünü tarihçesi tr. ციტირების თარიღი: 2021-01-13
  3. Jineps,2006,ek-1,s.2
  4. T.V.Polovinkina, Çerkesya Gönül Yaram. Ankara, 2007, sf. 258
  5. Неизвестные войны России. Взятие Кбааде и завершение Кавказской войны в 1864 г.
  6. Nıbe Anzor, 'Çerkes Meclisi 150 Yaşında', (In Turkish)
  7. 7.0 7.1 Ufuk Tavkul, "Kazaklar", Birleşik Kafkasya dergisi, Ankara, 2007, Sayı 6-7, sf. 33
  8. Çerkesler olimpiyat meşalesini söndürdü tr. ციტირების თარიღი: 2021-01-13
  9. Semen Esadze. Çerkesya'nın Ruslar Tarafından İşgali. Ankara, 1995, sf. 123-132.
  10. Jineps,2006,ek-1,s.2
  11. T.V.Polovinkina, Çerkesya Gönül Yaram. Ankara, 2007, sf. 258
  12. 12.0 12.1 Weismann, Ein Blick auf die Circassianer
  13. Kafkasya Bülteni, 19 Mayıs 1864
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კბაადის_ბრძოლა“-დან