ჯოზეფ ტეტსურო ბისინჯერი(ასევე ცნობილი როგორც კაცი ანიმე და იკურუ კამიჯოუ დ. 28 სექტემბერი, 1994) — იაპონელ-ავსტრიელი იუთუბერი, გამხმოვანებელი, სიმღერების ავტორი და პოდკასტერი. მის მიერ შექმნილი ვიდეომასალები ძირითადად ფოკუსირებულია იაპონურ პოპ კულტურაზე, რომელიც ძირითადად შეიცავს ანიმეს, მანგას და ვლოგებს იაპონურ კულტურასა და საზოგადოებაზე.[5] ბისინჯერი ასევე ცნობილია მისი ინტერვიუებით რომელიც მან იაპონური გასართობი ინდუსტრიის მონაწილეებს ჩამოართვა, ძირითადად ნოველების ავტორებს, მანგაკებს და ანიმეს გამხმოვანებლებს.[6]

კაცი ანიმე
ბისინჯერი SMASH!-ზე. 2022 წელი სიდნეი, ავსტრალია.
პირადი ინფორმაცია
დაიბადაჯოზეფ ტეტსურო ბისინჯერი
28 სექტემბერი, 1994.[1]
საქმიანობაიუთუბერი, პოდკასტერი, გამხმოვანებელი, სიმღერების ავტორი.
საიტიtheanimeman.wordpress.com
YouTube ინფორმაცია
ფსევდონიმიIkurru Kamijou[3]
არხი
აქტიურობის წლები2013-დღემდე
ჟანრიინტერვიუ, ვლოგი, მიმოხილვა.
გამომწერი3.39 მილიონი[4]
ჯამური ნახვები624 მილიონი[4]
100,000 გამომწერი 2015
1,000,000 გამომწერი 2017

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ბისინჯერი დაიბადა და გაიზარდა სიდნეიში, ახალ სამხრეთ უელსში, 1994 წლის 28 სექტემბერს. მისი დედა იაპონელია, ხოლო მისი მამა ავსტრიელი, თუმცა წარმოშობით გერმანელი და უნგრელი. ბისინჯერი სიდნეიში ცხოვრობდა 21 წლამდე. მის დედას სურდა რომ შვილს შეენარჩუნებინა იაპონური მემკვიდრეობა, ამიტომაც ადრეულ ბავშვობაში დედა ესაუბრებოდა ბისინჯერს იაპონურად და აჩვენებდა მას სხვადასხვა იაპონურ ანიმეს, სადაც განსაკუთრებით დორაემონი, საზაე-სანი და პოკემონი ფიგურირებდნენ.[3]

ბისინჯერმა დაამთავრა წმინდა პავლეს კათოლიკური კოლეჯი მენლიში 2012 წელს, მან მოიპოვა ჯილდო გამორჩეული მიღწევებისთვის, მათ შორის ბენდი 6 მუსიკა 1, საინფორმაციო პროცესები და ტექნოლოგია, იაპონური კონტექსტში (ადრე ცნობილი როგორც Heritage Japanese), მან მეოთხე ხარისხის ჯილდოს მოპოვება მოახერხა.[7] ბისინჯერი იყო ერთადერთი იაპონელი სტუდენტი კლასში, ამიტომაც მან თავის ბევრ მეგობარს ანიმე შეაყვარა.[8] სასკოლო პროექტზე მუშაობისას, ანიმეების პოპულარობის ზრდამ, უბიძგა მას შეექმნა ვებსაიტი, სადაც განიხილავდა იაპონურ ანიმაციებს. ის განაგრძობდა ანიმაციების მიმოხილვების გადაღებას პროექტის დასრულების შემდეგაც და იგი აქვეყნებდა მიმოხილვების ვიდეოებს სკოლის დამთავრებამდე. ამ სკოლაში სწავლის დროს მან დაიწყო YouTube-ის ვიდეოების გადაღება, რათა გამოექვეყნებინა მის ვებსაიტზე, საბოლოოდ კი, მან გადაწყვიტა მთლიანად YouTube-ზე გადასულიყო.[9]

ბისინჯერი სწავლობდა სიდნეის უნივერსიტეტში, 2016 წელს მან დაამთავრა უნივერსიტეტი კომპიუტერული დიზაინის ტექნოლოგიების სპეციალობით.[3]

კაცი ანიმე

რედაქტირება

ბისინჯერმა იუთუბის კარიერა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2013 წლის 27 მაისს გამოაქვეყნა თავისი პირველი ვიდეო, "Dubbed Anime Sucks!".[10] ბლოგების, ასევე სხვადასხვა ანიმეებზე და მანგაზე დისკუსიების ნაზავით შექმნილი ვიდეოების შედეგად, ბისინჯერმა თავის პირველ წარმატებას და იუთუბერებისთვის ეგრედ წოდებულ დიდ ეტაპს, 100 000 გამომწერს, 2015 წელს მიაღწია. ამას მალევე მოჰყვა, მისი გამორჩეული ვიდეო, "ანიმე ფანების 7 ტიპი", 2015 წლის 17 ივნისს, ვიდეოში მან განიხილა სხვადასხვა არქეტიპები, რომლებიც აერთიანებს ანიმე საზოგადოებას (ანიმეს მაყურებლებს). ვიდეოს ატვირთვიდან ერთი კვირის შემდეგ, ბისინჯერმა გააორმაგა თავისი გამომწერების რაოდენობა. 2016 წლის თებერვალში, ბისინჯერმა შექმნა თავისი მეორე არხი, Joey, რომელის შეიქმნის თავდაპირველი მიზანი იყო საკუთარ თავზე ვიდეოების გადაღება, მაგრამ არხზე ატვირთული ვიდეოები ნამდვილად არ იყო ამ კონტექსტის შემცველი, ამიტომაც ეს არხი, გადაიქცა სულ სხვა ტიპის არხად, სადაც განთავსებულია ნაკლებად გაპიარებული სხვადასხვა შინაარსის ვიდეოები, სწორედ ისეთები, როგორებიც არ ჯდება მთავარი არხის კონტექსტში.[11][12]

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 2016 წლის მაისში ბისინჯერი საცხოვრებლად გადავიდა იაპონიაში, სადაც თავდაპირველად გეგმავდა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მუშაობას, მაგრამ ამ დროისთვის მისი იუთუბ არხი იმდენად წარმატებული იყო, რომ მასზე მუშაობა და მეტი დროის დათმობა ამჯობინა.[5][13] 2017 წლის იანვარში, იუთუბ არხმა The Anime Man-მა მილიონ გამომწერს მიაღწია.[14] 2017 წლიდან 2018 წლამდე, ბისინჯერი თანამასპინძლობდა ყოველკვირეულ SBS პოდკასტს, სახელწოდებით The Anime Show, აგნეს დიეგოსთან ერთად (Akidearest), რომელიც 68 ეპიზოდის სახით გამოვიდა. ამ პოდკასტებში განხილული იყო ანიმე, მანგა და ოტაკუ კულტურა.[15][16]

  1. TheAn1meMan. (28 September 2019) this boi is 25 years old today haha what a loser 🎉 🎈. ციტირების თარიღი: 5 January 2020
  2. There's Something WEIRD about my Wikipedia Page.... YouTube. 16 January 2022. https://www.youtube.com/watch?v=ktcFF8ysjZs. ""I was born in Australia, more specifically Sydney.""
  3. 3.0 3.1 3.2 Interview with The Anime Man: On Voice Acting in Pop Team Epic and More. grape Japan (8 August 2018). ციტირების თარიღი: 4 December 2019.
  4. 4.0 4.1 The Anime Man-ის შესახებ. YouTube.
  5. 5.0 5.1 Patrick St. Michel. (12 July 2017) Joey Bizinger sees his YouTube following grow amid an 'anime renaissance'. The Japan Times. ციტირების თარიღი: 4 December 2019.
  6. Interview With “The Anime Man” YouTube-ზე, Asian Boss
  7. „Awards for 2012 in NSW“. TopScores. ციტირების თარიღი: 4 January 2024.
  8. „HSC MERIT LIST 2012“. The Daily Telegraph (Sydney). Sydney, NSW. 20 December 2012. p. 43. ციტირების თარიღი: 21 January 2022.
  9. Low, Samantha (22 June 2022). „Joey Bizinger, The Anime Man, On YouTube Success, Identity And Nonsense“. Kotaku AU. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 თებერვალი 2023. ციტირების თარიღი: 17 July 2022.
  10. Dubbed Anime Sucks!. YouTube. 27 May 2013. https://www.youtube.com/watch?v=nj1XYaB2yRI.
  11. (RE)-INTRODUCTION. YouTube. 22 February 2016. https://www.youtube.com/watch?v=FFmAdrZT-Ks.
  12. My New Japanese Room Tour!. YouTube. 29 May 2021. https://www.youtube.com/watch?v=aAnYVN3GLRU.
  13. I'M MOVING TO JAPAN!. YouTube. 30 April 2016. https://www.youtube.com/watch?v=BEAkSUejSis.
  14. The Anime Man: One Million Subscriber Special Video. YouTube. 28 January 2017. https://www.youtube.com/watch?v=hoqmICJTNZI.
  15. The Anime Show with Joey & AkiDearest en (November 2017). ციტირების თარიღი: 17 July 2020
  16. The Anime Show with Joey & AkiDearest (podcast) - SBS PopAsia. Listen Notes (18 June 2018). ციტირების თარიღი: 17 January 2022