კაცთევზა
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|კაცთევზა}} |
კაცთევზა ანუ ძველბერძნული ტრიტონი არის ზღვის, მდინარის ან ტბის მკვიდრი, რომელსაც წელსქვემოთ თევზის ან გველთევზას დაბოლოება აქვს. კაცთევზებს როგორც ძველი მსოფლიოს, ასევე შუა საუკუნეების ევროპის მითებსა და ფოლკლორში ვხვდებით. მიუხედავად იმისა, რომ კაცთევზა ქალთევზას მამრობითი ვარიანტია, მათ შორის სასიყვარულო კავშირზე ძალიან ცოტაა ცნობილი. კაცთევზები ძველად ღონიერ და ბოროტ არსებებად წარმოედგინათ ევროპის ქვეყნებში, ისინი ქალთევზების დახმარებით ხომალდებს წყალმარჩხ ადგილებში იტყუებდნენ და შემდგომ თავს ესხმოდნენ.
კავკასიარედაქტირება
თეიმურაზ ბატონიშვილის ნაშრომში — „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“, საუბარია ადამიან ამფიბიებზე.
პოპულარობარედაქტირება
ძველ გრავიურებსა და ნახატებზე კაცთევზები მრისხანე სახითა და სამკაპით შეიარაღებულნი არიან გამოსახულნი. ანტიკურ სამყაროში ფართოდ იყო გავრცელებული ტრიტონების ქანდაკებები. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, ხელოვნებიდან კარგა ხნით განიდევნა წყლის არსებებისა და ყოველგვარი მითიურის კულტი. მხოლოდ შუა საუკუნეების ხელოვნებაში განახლდა ზღვის სამყაროს პოპულარიზაცია, ხელახლა დაიწყეს ქალთევზებისა და მათი მამრი ვარიანტების გამოსახვა როგორც ტილოებზე, ასევე ქანდაკებად.